გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 14 » დღეს თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა / dghes tbilisshi nato vachnadzis dzegli gaikhsna
9:33 PM
დღეს თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა / dghes tbilisshi nato vachnadzis dzegli gaikhsna






თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა.

ქანდაკება საზეიმოდ დღეს თბილისის მერმა კულტურის მინისტრთან ერთად გახსნა.

ღონისძიებას ნატო ვაჩნაძის შთამომავლები ელდარ და ნიკუშა შენგელაიები და ქართული კინოსა და თეატრის რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული კინოს განვითარებაში ნატო ვაჩნაძის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა:

„ნატო ვაჩნაძეს ქართული კინოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ნიშნად მისი დიდი ღვაწლის დაფასებისა, დღეს, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გავხსენით. ის მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, თავისი მსახიობური ნიჭით არამარტო ჩვენს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც იყო ცნობილი“.

ნატო ვაჩნაძის 2,20 მეტრის სიმაღლის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.

ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა.

1920-1930 წლებში იგი საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახლდათ. ნატო ვაჩნაძე იმდროინდელმა სახელგანთქმულმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა აღმოაჩინა. მსახიობმა პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა.

ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 515 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tbilisis meria, Tbilisi, თბილისის მერია, ნატო ვაჩნაძე, tumanishvilis teatri, nato vachnadze, dzeglebi, nato vachnadzis dzegli, ნატო ვაჩნაძის ძეგლი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...