1:34 AM კაცს, რომელმაც სვანეთის ფონზე შიშველი ფოტო გადაიღო, ბოდიში მოახდევინეს / kacs, romelmac svanetis fonze shishveli foto gadaigho, bodishi moak | ||||||||||||
დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ირაკლი ნარსავიძემ, ფეისბუკზე ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირს, რომელმაც სვანეთში შიშველი ფოტო გადაიღო, ბოდიშს ახდევინებენ. "ყველამ გაითვალისწინეთ ამის შემდეგ, რომ ასეთი საქციელი აღარ განმეორდეს. თუ არადა ასე ლაპარაკით შემდეგში აღარ შემოვიფარგლებით" - წერია ვიდეოს აღწერაში. თავად ვიდეოშიც ისმის გაფრთხილება, რომ მსგავსი რამ "არ გაბედონ". ვიდეოში ასევე ისმის შემდეგ ფრაზები: "ყველა კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა დგას ჩვენი ადათ-წესები და ჩვენი ტრადიციები", "სვანეთის, საქართველოს და ზოგადად კავკასიის მიწაზე ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს", "თანამედროვე ჩარჩოები ჩვენთვის არაფერი არ არის", "ეს არ არის კულტურული" და ა.შ. მიმაგრება: სურათი 1
|
|