2:40 AM
აი რატომ, არ უნდა დაჯდეთ უნიტაზზე 15 წუთზე მეტ ხანს / ai ratom, ar unda dajdet unitazze 15 tscutze met khans
www.auf.ge -
საპირფარეშო მხოლოდ გასაგები და საჭირო მიზეზებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ბევრი თქვენგანი მობილური ტელეფონისა თუ პრესისა და წიგნების კითხვის გამო დიდხანს აყოვნებს იქ, რაც სრულიად არასწორია.

ა.შ.შ–ს, პიდსბურგის გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და კვების უნივერსიტეტის დეპარტამენტის მეცნიერებათა დოქტორი Gregory Thorkelson–ი გვინმარტავს, რომ საპირფარეშოს უნდა მივაკითხოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კუჭის ან შარდის ბუშტის დაცლა გვსურს და ისიც მაქსიმუმ 10–15 წუთით. ის ასევე გვაფრთხილებს, რომ თუ კი მზადაა თქვენი ნაწლავები გათავისუფლდეს ფეკალიებისგან, ნუ დააყოვნებთ და გაემართეთ საპირფარეშოში, რადგან შეკავება გამოიწვევს ჰემოროიდალური ვენების ან კვანძების თრომბოზს, რასაც ორი ძირითადი მახასიათებელი სიმპტომი აქვს: სისხლიანი გამონადენი და კვანძები ანალური ხვრელის გარეთ.

ექსპერტები ასევე გვინმარტავენ, რომ ვინც საპირფარეშოში ერთობა მობილური ტელეფონით, ან დაკავებულია წიგნის კითხვით, აუცილებლად აესახებათ ნეგატიურად დეფეკაციის პროცესზე: ფეკალიების რითმული კლება ნაწლავებში, რომელსაც ეწოდება პერისტალტიკას ტალღა– ის კი პასუხისმგებელია იმ პროცესზე, რისთვისაც შეხვედით საპირფარეშოში. დიდხანს ჯდომის პოზიცია კეტავს ამ პერესტალტიკის პროცესს და თქვენ ამ მოთხოვნის სურვილი გიიგნორირდებათ, რაც შემდეგ საბოლოოდ ქრება, პარარლელურად კი მსხვილი ნაწლავი შთანთქავს ტენს და ფეკალიები შრება, რის გამოც მათი გამოყოფა რთულდება. თუ მსგავს შემთხვევას გადაეყრებით, მიირთვით ფინჯანი ყავა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების კედლების შვიწროვებას და შედეგად ფეკალური მასის გამოყოფის მიმოქცევა ჩქარდება.

სწორედ ამ მიზეზების გამო მოგიწოდებენ არ გაჩერდეთ საპირფარეშოში 10–15 წუთზე მეტ ხანს, რათა არ შეუწყოთ საკუთარი ხელით ამ საშინელი დაავადების განვითარებას, რასაც ექიმთან კონსულტაციისა და შესაბამისად დანიშნული პრეპარატების გარეშე თავად ვერ მიხედავთ.

დოქტორი Gregory Thorkelson–ი გვაძლევს რეკომენდაციას, რომ პროფილაქტიკის მიზნით მივიღოთ ბოჭკოვანი საკვები დღეში 38 გრამი მაინც. ( ბოჭკოვანი საკვებია: კენკრა, მოცვი, მაყვალი, სალათის ფოთლები, კომბოსტო( როგორც ჩვეულებრივი, ისე ყვავილოვანი), ბროკოლი, ქლიავი, ნიახური, გოგრა, ლობიო, მსხალი, ვაშლი, სოკო(თეთრი), ფორთოხალი, ლეღვი, კარტოფილი, ბარდა, ლობიო,

მზესუმზირა, მიწის თხილი, ნუში, სიმინდი, ჭვავი, ხორბალი, შვრია, ქერი, ქატო, წიწიბურა, გერკულესი და ა.შ. )


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1003 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mosaqmeba, მოჯმა, მოსაქმება, sapirfaresho, tualeti, საპირფარეშო, unitazi, უნიტაზი, ტუალეტი, mojma | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 kanongareshe  
0 Spam
სამედიცინო მიმართულების მეცნიერების კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ სტრინგის და ტანგას ტარება ქალის ჯანმრთელობისათვის საშიშია ანუსიდან საშოში მიკრობების პირდაპირი გზით მოხვედრის გამო...

1 natia.a  
0 Spam
სანამ სტატიას წავიკითხავდი სათაურზე გამეცინა, რად უნდა უნიტაზზე ჯდომას 15 წუთი-მეთქი smile )))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]