3:28 AM სექსიზმი მამაკაცებში ფსიქიური მოშლილობის რისკს ზრდის / seqsizmi mamakacebshi fsiqiuri moshlilobis risks zrdis | ||||||||||||
ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა 19 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 78 კვლევის მონაცემები გააანალიზეს. მათ სურდათ გამოერკვიათ, როგორ აისახებოდა ფსიქიკაზე „მამაკაცურობის ნორმებთან“ შესაბამისობა. „მამაკაცურობის ნორმების“ ნუსხაში შევიდა ძალადობა, ემოციური კონტროლის მოთხოვნილება და სექსუალური აღვირახსნილობა. თითქმის ყველა ნორმა აღმოჩნდა ისეთ პრობლემებთან დაკავშირებული, როგორიცაა მარტოობა და დეპრესია. ყველაზე უარყოფითად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებდა თვითკმაყოფილება, სექსუალური აღვირახსნილობა და ქალებზე მბრძანებლობა. მხოლოდ ერთი ნორმა (სამსახური პირველ ადგილზე იყო) არ უკავშირდებოდა ფსიქიური ჯანმრთელობისთვის უარყოფით შედეგებს. ლალი ჩხიკვაძე მიმაგრება: სურათი 1
|
|