გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 17 » იყიდება სახლი. ფასი 1 დოლარი. მისამართი ... / ikideba sakhli. fasi 1 dolari. misamarti ...
10:17 AM
იყიდება სახლი. ფასი 1 დოლარი. მისამართი ... / ikideba sakhli. fasi 1 dolari. misamarti ...






– ნახე, სახლს ყიდიან ერთ დოლარად.

უთხრა ერთმა მათხოვარმა მეორეს და რომელიღაც გაზეთის ნაგლეჯი მიაწოდა.

მეორემ დახედა. ეტყობა უცბად წაიკითხა რაც ეწერა და თქვა:

– სისულელეა! ალბათ დაბეჭვდის დროს გაეპარათ შეცდომა. მისამართს შეხედე, ეს ხომ მდიდრების უბანია. აქ ალბათ უნდა ყოფილიყო „1 მლნ დოლარი“.

– ხო, მართალი ხარ, – უთხრა პირველმა დანანებით, გაზეთის ნაგლეჯი გაბრაზებულმა გადააგდო და თითოეული თავიანთი გზით წავიდა.

მათ საუბარს ისმენდა ერთი კაცი, რომელიც იქვე ახლოს ძაღლს ასეირნებდა. როცა მათხოვრები წავიდნენ, მან აიღო გაზეთის ნაგლეჯი, რომელზეც ამოიკითხა:

„იყიდება სახლი. ფასი 1 დოლარი. მისამართი…“

– რა სისულელეა? ასეთ სასაცილო ფასად სახლი? – ჩაილაპარაკა მან, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მაინც წასძლია და გადაწყვიტა მისულიყო და ადგილზე ენახა.

„რას ვკარგავ, იქნება და…“ – ფიქრობდა გზაში.

ის მივიდა განცხადებაში მითითებულ მისამართზე. გარედან შესანიშნავი სახლი ჩანდა. კარი ქალმა გააღო.

– მე განცხადების თაობაზე ვარ. თქვენ მართლა ყიდით სახლს ერთ დოლარად?

– დიახ, – უპასუხა ქალმა, – შემობრძანდით, დაათვალიერეთ და თუ მოგეწონებათ, დღესვე შეგვიძლია გავაფორმოთ ნასყიდობის ხელშეკრულება.

კაცი შევიდა სახლში. დაათვალიერა და აღტაცებული დარჩა. არაჩვეულებრივი სახლი იყო.

– კი მაგრამ, ასეთი არაჩვეულებრივ სახლს 1 დოლარად რატომ ყიდით? – ჰკითხა მან სახლის პატრონს.

– მე უბრალოდ ვასრულებ ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ანდერძს – უპასუხა ქალმა.

– თქვენმა ქმარმა გიანდერძათ, რომ სახლი 1 დოლარად გაგეყიდათ? – იკითხა კვლავ გაოცებულმა კაცმა.

– არა, ჩემმა მეუღლემ მიანდერძა, რომ ეს სახლი გამეყიდა და მასში აღებული თანხა მთლიანად მისი საყვარლის ანგარიშზე გადამერიცხა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 980 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სახლი 1 დოლარად, sakhli, saxli 1 dolarad, saxli, ერთი დოლარი, სახლი ერთ დოლარად, მათხოვარი, სახლი, house 1 dollar, sakhli 1 dolarad | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...