12:24 PM 1998 წელს დაბადებული იტალიის ყველა მოქალაქე 500 ევროს ღირებულების "კულტურულ ბონუსს" მიიღებს / 1998 tsels dabadebuli italiis kvela moqalaqe | ||||||||||||
1998 წელს დაბადებული იტალიის ყველა მოქალაქე - ასეთი კი სულ 574 ათასია - "კულტურულ ბონუსს" მიიღებს. ამ თანხით ახალგაზრდებს წიგნების, კონცერტების, თეატრების, მუზეუმებისა და კინოს ბილეთების ყიდვა და ქვეყნის ეროვნულ პარკებში მოგზაურობა შეუძლიათ. ეს ინიციატივა ქვეყნის მთავრობას 290 მილიონი ევრო დაუჯდება, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება ამ ხარჯებს გამართლებულად მიიჩნევს. "კულტურული ბონუსის" მისაღებად თინეიჯერები უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტში და სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია გადმოწერონ. მომავალ წელს იტალიის მთავრობა ანალოგიური პროგრამის შექმნას პედაგოგებისთვისაც გეგმავს, რომლებიც 500 ევროს საკუთარ პროფესიულ განვითარებას მოახმარენ. მიმაგრება: სურათი 1
|
|