10:41 PM გერმანიაში კანაფის სამედიცინო მიზნით მოხმარება ლეგალური გახდა / germaniashi kanafis samedicino miznit mokhmareba legaluri gakhda | ||||||||||||
პარლამენტის წევრებმა კანონპროექტს ანონიმურად მისცეს ხმა. პროექტის მიხედვით, პაციენტებს უნდა შეეძლოთ ექიმის რეცეპტით კანაფის ადგილობრივ აფთიაქებში შეძენა. ექიმების მოსაზრებით, მარიხუანას შეუძლია კიბოს მკურნალობაშიც შეიტანოს წვლილი, მაგალითად, მათ ვისაც ქიმიოთერაპიის შემდეგ გულისრევის შეგრძნებები აწუხებთ. იგი ასევე აუმჯობესებს მადას და წონის კლებას, კანაფი ასევე სასარგებლოა გაფანტული სკლეროზის დროსაც. კანაფის სამედიცინო მიზნით, რეცეპტით შეძენა, უკვე დაშვებულია საფრანგეთში, კანადასა და ამერიკის ზოგიერთ შტატში. გერმანიაში, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მკურნალობის სხვა გზა არ ექნებათ, კანაფის შეძენის თანხას სამედიცინო დაზღვევა აანაზღაურებს. მიმაგრება: სურათი 1
|
|