გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 22 » 12 წლის თეკლა, რომლის ამბავმაც ყველა შეძრა, კეთილი ადამიანების იმედადაა... / 12 tsclis tekla, romlis ambavmac kvela shedzra, ketili adamian
10:41 AM
12 წლის თეკლა, რომლის ამბავმაც ყველა შეძრა, კეთილი ადამიანების იმედადაა... / 12 tsclis tekla, romlis ambavmac kvela shedzra, ketili adamian






ეს 12 წლის თეკლა ნაჭყებიაა, რომელსაც 2015 წელს დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი და მას მერე დაიწყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი...
თეკლას ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინებოდა, როცა მოულოდნელად, 2015 წლის 5 მაისს გახდა ავად. როგორც "დედების ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიკა ჩიმჩიური გვიამბობს, სისუსტე ჰქონდა, უმადობა და მიიყვანეს ქუთაისის კლინიკაში. იქ გაუკეთდა კვლევები და გაგზავნეს იაშვილის კლინიკაში, სადაც დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი და ჩაუტარეს 20-დღიანი მკურნალობა, თუმცა მას დიდი შედეგი არ მოჰყოლია.
ოჯახმა ბავშვი თურქეთში წაიყვანა. დიაგნოზი თურქეთშიც დადასტურდა. თეკლა ე.წ. მშრალ ქიმიაზე დასვეს. სამ თვეში ერთხელ დადიოდნენ კვლევებზე...
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, წელიწად-ნახევარში თეკლამ თითქოს დაამარცხა ლეიკემია, გამოკეთდა. 8 თვის მერე უნდა წასულიყვნენ ისევ კონტროლზე, მაგრამ თვე-ნახევარიც არ იყო გასული, რომ ბავშვი ძალიან დამძიმდა - ცუდად გახდა.
ისევ თურქეთში ჩაიყვანეს, ანალიზები გაუკეთეს... საშინელ მდგომარეობაში იყო - დაავადება გამწვავდა... შარშან 18 სექტემბერს ჩავიდნენ თურქეთში და უკვე 4 თვეა იქ წევს პატარა თეკლა...
აქამდე რაღაცნაირად ახერხებდა ოჯახი ბავშვის მკურნალობის ხარჯების უზრუნველყოფას, მაგრამ ახლა გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. კლინიკის
დავალიანება 120000 ლირა ჰქონდათ. ნაწილი გადაიხადეს და დარჩათ დავალიანება - 70000 ლირა.
ბავშვს სჭირდება სააწრაფო ოპერაცია - ძვლის ტვინის გადანერგვა, დონორი უნდა მოიძებნოს მაქსიმალურად მოკლე დროში. ოპერაცია და დონორის მოძიება კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა ზუსტი ციფრები ჯერ არ არის ცნობილი... არის კიდევ ერთი პრობლემა - ოპერაცია უნდა გაკეთდეს სხვა კლინიკაში და თუ ეს ვალი არ დაფარეს, შესაძლოა იმ კლინიკამ არ მიიღოს ბავშვი...
პატარა თეკლა ახლა მხოლოდ ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედადაა.
ეს თეკლას პოსტია, რომელიც ფეისბუქზე გაავრცელა - ის ყველაფერს აცნობიერებს და ხალხს მიმართავს:
mshoblebi

- - - - - - -
მიმღები: დედების ფონდი
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
ლიბერთი ბანკი:
GE56LB0711123539166000
თიბისი ბანკი:
GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი:
GE08HB0000000000473608 Gel
GE55HB0000000000923618 $
GE06HB0000000000933618 €
Emoney-s ანგარიში: 388484218
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი
0901700483

ტერა ბანკი:
GE61KS00000360801210

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1178 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: davekhmarot, daxmareba, სიკეთე, kvelmokmedeba, dakhmareba, davexmarot, ქველმოქმედება, sikete, qvelmoqmedeba, დახმარება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...