გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 26 » კბილის დაბჟენვის ტრადიციული მეთოდი მალე წარსულს ჩაბარდება / kbilis dabjhenvis tradiciuli metodi male tsarsuls chabardeba
11:54 AM
კბილის დაბჟენვის ტრადიციული მეთოდი მალე წარსულს ჩაბარდება / kbilis dabjhenvis tradiciuli metodi male tsarsuls chabardeba






ბევრ ადამიანს სტომატოლოგთან ვიზიტსა და კბილის დაბჟენაზე ფიქრისიც კი ეშინია. თუმცა ახალი კვლევის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შიში მალე წარსულს ჩაბარდება.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ღრმულების ამოვსების ალტერნატიული გზა, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ეფუძნება. მეცნიერები აცხადებენ, რომ ტექნოგენური ფითხები, კალციუმსა და სილიციუმზე დაფუძნებული პროდუქტები, კბილების ღრმულებს მხოლოდ დროებით ავსებს და კბილს საბოლოოდ არ აღადგენს.
თუმცა, ,,Tideglusib-ი”, რომელიც ადრე ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, შესაძლოა კბილის ღრმულების ამოსავსებად ბუნებრივი გამოსავალი გახდეს. როდესაც ღრუ იქმნება, სხეულის ღეროვანი უჯრედები ქმნის დენტინის თხელ ფენას. ეს კბილის დაპლომბვას აადვილებს, თუმცა დიდ ღრმულს ეფექტურად ვერ აღადგენს და უბრალოდ დროებით აგვარებს პრობლემას.
,,Kings College London-ის” მკვლევარებმა აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც დენტინის სტიმულირებას და ამ გზით დიდი ღრმულების წინააღმდეგ ბრძოლას უწყობს ხელს. მათ სამკურნალოდ ბიოდეგრადირებადი კოლაგენის ტამპონები გამოიყენეს და კბილს აღნიშნული მედიკამენტის მცირე დოზა მიაწოდეს. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ტამპონი დაიშალა, ის ახლად შექმნილი დენტალით შეცვალეს, რამაც კბილის საბოლოო და ბუნებრივი აღდგენა გამოიწვია.
,,Scientific Reports-ში” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ მეთოდით შესაძლებელია დაბჟენვისგან გამოწვეული ინფექციების რისკის შემცირება, რაც თავის მხრივ კბილის ამოღების საჭიროებას შეამცირებს.
კვლევის ავტორი, პროფესორი პოლ შარფი აცხადებს, რომ კლინიკურად უკვე შემოწმებული მედიკამენტის გამოყენება რეალურს ხდის მკურნალობის ამ მეთოდის სწრაფ დანერგვას.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1013 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: bjeni, plombi, დაპლომბვა, kbilis plombi, კბილის დაბჟენვა, ბჟენი, პლომბი, kbilis dabjenva, კბილის პლომბი, daplombva | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...