გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 26 » საუკეთესო კერძი ვახშმისთვის - ოჯახური / sauketeso kerdzi vakhshmistvis - ojakhuri
9:16 PM
საუკეთესო კერძი ვახშმისთვის - ოჯახური / sauketeso kerdzi vakhshmistvis - ojakhuri






შემადგენლობა:
ღორის ხორცი - 500 გ, კარტოფილი - 400 გ, ხახვი - 3 ც., არაჟანი - 2 ს.კ., ძმარი - 2 ს.კ., თეთრი მშრალი ღვინო- 60 მლ, ზეითუნის ზეთი - 50 მლ, კოწახური - 0,5 ჩ.კ., ტომატის პასტა - 1 ს.კ., დაფქული ქინძი - მწიკვი, დაფნის ფოთოლი - 4 ც., მარილი - გემოვნებით, პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ხორცი ქონიანად დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
2. მოამზადეთ მარინადი: აურიეთ ერთმანეთში არაჟანი, ტომატის პასტა, 10 მლ თეთრი ღვინო, ძმარი, შემდეგ დაამატეთ 2 ც. თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი, კოწახური, დაფნის ფოთოლი, ქინძი, მარილი და პილპილი.
3. ხორცს მოასხით მარინადი, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
4. ხორცი გამოიღეთ, მარინადი გადაასხით, დაფნის ფოთოლი კი დატოვეთ. შეწვით ხორცი ცხიმის გარეშე კარგად გაცხელებულ ტაფაში. 10 წუთის შემდეგ დაასხით დანარჩენი ღვინო და 30 მლ წყალი. მუდმივი მორევით, 20 წუთის განმავლობაში გააგრძელეთ ხორცის შეწვა.
5. კარტოფილი გაფცქვენით და მსხვილად დაჭერით. სხვა ტაფაში კარგად გააცხელეთ ზეთი და ძლიერ ცეცხლზე შეწვით კარტოფილი 10-15 წუთის განმავლობაში.
6. ხორცს მოაშორეთ დაფნის ფოთოლი, გადაიღეთ კარტოფილთან ერთად საერთო ლანგარზე. დარჩენილი ხახვი მსხვილად დაჭერით და მოაყარეთ კერძს.

გემრიელად მიირთვით!

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1612 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ოჯახური, vaxshami, ghoris khorci, vakhshami, ვახშამი, ღორის ხორცი, ojakhuri, ojaxuri, kulinaria mzareuli receptebi, goris xorci | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...