გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 2 » რუსთავის აზოტის გათავისუფლებული მუშების პროტესტი და ადმინისტრაციის პასუხი / rustavis azotis gatavisuflebuli mushebis protesti da administrac
4:38 PM
რუსთავის აზოტის გათავისუფლებული მუშების პროტესტი და ადმინისტრაციის პასუხი / rustavis azotis gatavisuflebuli mushebis protesti da administrac






რუსთავის აზოტის 300 ზე მეტი გათავისუფლებული თანამშრომელი და მათი მხარდამჭერები ადმინისტრაციის შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვდნენ, ცოტა ხანში კი კარი შეამტვრიეს და ისე შევიდნენ შენობაში. მათ კომპანიის წარმომადგენელი ლევან ბურდულაძე ესაუბრა და განუმარტა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 3 თვის განმავლობაში კომპანია 500 ლარს გადაუხდის. მისივე თქმით, კომპანია კერძო საკუთრებაა და თვითონ წყვეტს ვისთან დადოს შრომითი ხელშეკრულება. ახალი კადრების საჭიროების შემთხვევაში კი ყოფილი თანამშრომლების დაბრუნება იქნება შესაძლებელი:

"გასული წლის სექტემბერში შპს რუსთავის აზოტის ქონება გაიყიდა აუქციონზე. ეს ქონება შეიძინა სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტის დამფუძნებელმა კომპანიამ - ეუ ინვესტმენტი - არის ასეთი კომპანია. სს რუსთავის აზოტი თავიდან ეუ ინვესტმენტს ახალ მესაკუთრეს ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება შპს რუსთავის აზოტთან, მაგრამ შპს რუსთავის აზოტი განიცდიდა ფინანსურ სირთულეებს და წლევანდელი წლის იანვრიდან იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. აქედან გამომდინარე სს რუსთავის აზოტი გააგრძელებს ქარხნის ოპერირებას. სს-მ გააფორმა შპს რუსთავის აზოტის თანამშრომლების უდიდეს ნაწილთან ახალი შრომითი კონტრაქტი. შრომითი კონტრაქტები ამ ეტაპზე ვერ გაფორმდა 330 ადამიანთან, მაგრამ ამაზე გუშინაც გააკეთა მესაკუთრემ განცხადება, რომ როგორც კი იქნება საჭიროება და როგორც კი იქნება საშუალება, მას შემდეგ, რაც ქარხანა შევა ექსპლუატაციაში, ჩადგება ნორმალური მუშაობის რეჟიმში."

მუშები და მათი მხარდამჭერები კი კომპანიის გენერალურ დირექტორს 2 საათს აძლევენ, რომ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩასვლამდე შენობის დატოვებას არ აპირებენ.

"აქ ურუმაშვილი უნდა ჩამოვიდეს 2 განცხადებით, ამ ხალხის უპირობო აღდგენა და იმ კონტრაქტების შეცვლა სასწრაფოდ და ახალი კონტრაქტების დადება ჩვენთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ორ საათში არ ჩამოვა ურუმაშვილი ამ შენობას არ დავტოვებთ მანამ, სანამ ქვეყნის პირველი პირველი პირი არ ჩამოვა და არ გასცემს პასუხს ამ შეკითხვებს."

გათავისუფლებულ მუშებს მხარდაჭერას უცხადებენ:

აუდიტორია 115;
მწვანე მუშტი;
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი;
GTUC;
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი;
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - (EMC);
Georgian Young Greens;
მწვანე ალტერნატივა;
ქალთა მზერა / Women's Gaze;
თეთრი ხმაურის მოძრაობა;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
თბილისის სოლიდარობის ქსელი / Tbilisi Solidarity Network.

ინფორმაცია, რომლის თანახმად შპს რუსთავის აზოტში მასობრივი შემცირებები დაიწყო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. მოამბის ცნობით, საკადრო წმენდა საწარმოს მენეჯმენტის შეცვლას უკავშირდება და საწარმოს ახალმა მენეჯმენტმა ათეულობით თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაითხოვა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 909 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: auditoria 115, rustavis azoti, EMC, რუსთავის აზოტი, profkavshiri, პროფკავშირები, თბილისის სოლიდარობის ქსელი, აუდიტორია 115, tbilisis solidarobis qseli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...