გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 2 » არნოლდ შვარცენეგერი დონალდ ტრამპზე - დროა, ეს ანომალია შევაჩეროთ / arnold shvarcnegeri donald trampze - droa, esanomalia shevacherot
5:20 PM
არნოლდ შვარცენეგერი დონალდ ტრამპზე - დროა, ეს ანომალია შევაჩეროთ / arnold shvarcnegeri donald trampze - droa, esanomalia shevacherot






კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, მსახიობი და ბიზნესმენი არნოლდ შვარცენეგერი აშშ-ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპს უპირისპირდება.

როგორც მსახიობი ამბობს, ტრამპის ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ, სიგიჟეა და ამერიკას იდიოტების ქვეყნად წარმოაჩენს.

"ჩვენ არასწორად არჩეული პრეზიდენტი გვყავს. ეს დიდი შეცდომაა. ტრამპი უამრავ გიჟურ გადაწყვეტილებას იღებს, რაც ყველაფერზე უარყოფითად აისახება. დროა, ეს ანომალია შევაჩეროთ", - ამბობს არნოლდ შვარცნეგერი.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის წინააღმდეგ კამპანია ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყო. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, თითქმის არცერთ პრესტიჟულ ღონისძიებას არ ჩაუვლია მისი კრიტიკის გარეშე. შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ მერილ სტრიპის სიტყვას ოქროს გლობუსზე, ქალების მარშს და მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც მსახიობებმა ღიად გააკრიტიკეს ტრამპის პოლიტიკა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 996 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: donald trampi, აშშ-ს პრეზიდენტი, ashsh, Arnold Schwarzenegger, არნოლდ შვარცნეგერი, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები, ameris saprezidento archevnebi, აშშ, დონალდ ტრამპი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...