გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 2 » კოტე კირვალიძე - ხალხში უკმაყოფილება მატულობს / kote kirvalidze - xalxshi ukmayofileba matulobs
9:43 PM
კოტე კირვალიძე - ხალხში უკმაყოფილება მატულობს / kote kirvalidze - xalxshi ukmayofileba matulobs






ერთი შევამჩნიე, რომ ხალხში უკმაყოფილება იმატებს და ეს უნდა მწყინდეს თუ უნდა მიხაროდეს, არ ვიცი. იმიტომ არ ვიცი, რომ საწყენია როცა ხალხი უკმაყოფილოა, ესეიგი ცუდად არის, თორემ ხალხის ამბავი კი ვიცი მე, ისე ხმას ვერ ამოაღებინებ, თუ უკიდურესად არ გაუჭირდა. სასიხარულო ისაა, რომ მხოლოდ აღშფოთებულ, გაბრაზებულ და გამწარებულ ხალხს შეუძლია იბრძოლოს საკუთარი უფლებებისათვის, საკუთარი უკეთესი მომავლისათვის, თორემ თუ ძალიან არ გაუჭირდა, "იდეის" გულისთვის ვერ იბრძოლებს ყველა. ამას ვერც მოსთხოვ. აშკარაა, რომ ერთ დღეს გასკდება ეს უკმაყოფილება და უნდა გასკდეს კიდეც. ბუნების კანონია ეს, ლაუაზიე იქეთ იყოს და, როცა რაღაც ვეღარ ეტევა ჭურჭელში, ის აუცილებლად გადმოვა, ან გაქეთქავს ჭურჭელს, ან მოუძებნის ხვრელს და ნელ-ნელა გადმოვა...
რა იქნება შემდეგ? რევოლუცია საკუთარ შვილებს ჭამს!... აი ესაა რევულუციის დაუნდობელი კანონზომიერება და ის უკმაყოფილო ხალხი, რომელთაც საკუთარი უფლებების დაცვისკენ ინტელიგენტთა გარკვეული კატეგორია მოუწოდებდა, სულაც არ მოიქცევა უკეთესად. იმაზე უკეთესად, ვინც დღეს ჩაგრავს მას. არ გავგიჟებულვარ, "რევოლუცია მოდის" არ დამმართნია, თუ ასე გვაშინებს ეს სიტყვა, სულ სხვა სახელი დავარქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს!
ამიტომ არ შეიძლება მხოლოდ "ხალხი", ანუ მასები ააქეზო და მიუშვა უკეთესი მომავლისათვის საბრძოლველად. ყველა რევოლუციის შეცდომა ალბათ ეს იყო - მისი სულისჩამდგმელები, ადამიანები, ვისი იდეებიც უნთებდნენ ამ რევოლუციებს ცეცხლს, შემდეგ უკან დგებოდნენ და იმ იდეებისგან რასაც ვიღებთ ხოლმე, სახეზეა... თვით ქრისტეს იდეისგანაც კი ისეთი იდეა დატოვეს ადამიანებმა, რომ სისხლისღვრის მეტი არაფერი მოუტანია სამყაროსთვის ამ იდეას. როცა უსამართლობა კანონი ხდება, დაუმორჩილებლობა ადამიანის ვალდებულებააო, ამბობდა ფრანკლინი, თუ არ ვცდები...
ჯამში, იტყუება ის, ვინც ამბობს, რევულუციებს არაფერი სიკეთე არ მოუტანიაო ადამიანებისთვის. როგორ არ მოუტანია? საფრანგეთი ავიღოთ მაგალითად. დაანგრიეს თუ ვერა ბასტილია? ჟან-ჟაკ რუსოს იდეებმა ჰპოვა თუ არა განსხეულება თითქმის ყველა ფრანგში? როგორ ცხოვრობენ ისინი დღეს? როგორ ვცხოვრობთ ჩვენ? რუსო ერთ-ერთ მთავარს, რასაც ამბობდა, იყო ის, რომ კერძო საკუთრება უკვე ბოროტებაო. "სოციალიზმიც" გავლილი გვაქვს ასე გვგონია და აღარ გვინდა უკან დაბრუნება, არადა ჩვენ რაც გავლილი გვაქვს, ის სოციალიზმი კი არა, კომუნიზმი იყო მხოლოდ და სოციალიზმი დღეს ევროპაშია.
კაპიტალიზმი კი, როგორც არ უნდა შეფუთო, ვირთხების რბოლას ემსგავსება მაინც და ის ველურია, ბოროტია თავისი არსით. ერთ სახლში ქმარს მილიონი და ცოლს არაფერი? დედას მილიარდი და შვილს აქედან არაფერი? ოჯახში, ანუ სახელმწიფოში ასი მილიარდი და აქედან, 9999999999 რაღაცა 5 ადამიანს და დანარჩენ მილიონობით ადამიანს, არაფერი?)) თუნდაც დაიხოცონ ამ მილიარდების შექმნაში ადამიანები? ბოროტებაა რა თქმაუნდა...
სამყარომ გაიარა უკვე მსოფლიო მოწყობის და ცივილიზაციის მრავალი საფეხური და რევოლუციებს და ევოლუციებს, ჯამში მაინც სიკეთე მეტი მოაქვს, ვიდრე ბოროტება და ამ თემაზე, ვინც საპირისპიროს იტყვის, ან მშიშარაა, ან ახლაა კარგად და სულ არ აინტერესებს იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც ბანკის კართან მათხოვრობენ და იხოცებიან და სწორედ იმ ბანკის კართან, რომელმაც წაართვა სახლ-კარი ამ ადამიანებს! ამის ყურება და ჩუმად ყოფნაც, ბოროტებაა და თანამონაწილეობა, ამ ბოროტებაში!
(სიტყვა მეათე.10.1.). გაგრძელება იქნება....)) ახალ იდეოლოგიას არ ვწერ, თუმცა ჩემს ერთ-ერთ ახალ წიგნში, ზუსტად ამ თემაზე მაქვს მსჯელობა. საკმაოდ მხატვრულად, თავის ციხიდან "გაქცევებით" და შემდეგ კუნძულზე ახალი სამყაროს "დაარსებებით". ციხეში დავწერე ის წიგნი და ციხიდანვე გავუგზავნე შესაბამის სამინისტროს. სამინისტრომ გადასცა დეპარტამენტს, დეპარტამენტმა მომწერა "პატივისცემით", რომ წლევანდელი წლის ბიუჯეტში თანხა ამისათვის გათვალისწინებული არ არისო.)) (ანუ ხუთასი ლარი ჯდებოდა გამოცემა, 500 ლარი ვთხოვე). მაღალჩინოსნების პრემიებისთვის, ჩემი ციხეზე ყარაულობისთვის და შენახვისთვის, ხომ არის თანხა გათვალისწინებული?)) ხალხის უკმაყოფილება იზრდებოდა... 1 თებერვალი. 2017 წელი.)).



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1132 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კოტე კირვალიძე, kote kirvalidze, kmakofili kmayofili, ხალხი, konstantine kirvalidze, უკმაყოფილო, კმაყოფილი, ukmayofileba ukmakofileba, კონსტანტინე კირვალიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...