გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 2 » კოტე კირვალიძე - სიხარული და ზეიმი / kote kirvalidze - sikharuli da zeimi
9:45 PM
კოტე კირვალიძე - სიხარული და ზეიმი / kote kirvalidze - sikharuli da zeimi






სიხარულის და ზეიმის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ნეტავ ბევრი საზეიმო გვქონდეს საქართველოში და რომ არ გვაქვს, მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებს ვზეიმობთ, მაგრამ.)) ამ უვიზო მიმოსვლაზე, ამდენი წელი რომ ვზეიმობთ, რას ზეიმობთ, ეგ მაინც მითხარით, მეც გამიხარდეს? მე წავიკითხე შეზღუდვები, პროკურორის დაწერილი რომ გეგონება და იქ გარკვევით წერია, რომ ამ "უვიზო" რეჟიმით რომ ისარგებლოს, მოქალაქემ : "არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას, ან შიდა უსაფრთხოებას;
არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;
არ უნდა იყოს ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით;
არ უნდა იყოს ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაცია) ან უკან დაბრუნების (რეადმისია) შესახებ გადაწყვეტილების ობიექტი;
არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები." და ჩაქუჩის ხმა აკლია და სასამართლო გეგონება, რა უვიზო, ვის ატყუებთ.)) ვისაც გჯერათ, გაგატარებთ, მაგრამ...))) ამ დაწყევლილ ქვეყანაში დანაშაულებრივ საქმიანობად ითვლება მოწევაც კი, ბანკის ვალი აქვს ყოველ მეორე ადამიანს, როგორ დაისვამს ანგარიშზე თანხას? ვინც აქამდე დადიოდნენ, ელჩები და სხვა მოხელეები, იმათი ისევ წასვლა და ჩემს ხარჯზე "გულაობა"უნდა გამიხარდეს?)) თუ ვცდები რამეში, მითხარით, გამიხარდება და მეც ვიზეიმებ.))



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 881 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კოტე კირვალიძე, ზეიმი, kote kirvalidze, სიხარული, sikharuli, konstantine kirvalidze, zeimi, კონსტანტინე კირვალიძე, ღიმილი, sixaruli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...