3:08 AM
ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სიყვარულის ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ / jon lenonisa da ioko onos sikvarulis istoriaze films gadaigheben
www.auf.ge -
ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი მაიკლ დე ლუკა, რომელიც ოსკარის წლევანდელი დაჯილდოების პროდიუსერია, ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ფილმს გადაიღებს. "ისტორიის ცენტრში ამერიკაში მიმდინარე აქტუალური თემები იქნება: სიყვარული, გამბედაობა, აქტივიზმი და ა.შ. ჩემი მიზანია, თანამედროვე ახალგაზრდებს შთაგონება მივცე, ჰქონდეთ ისეთი წარმოდგენა სამყაროზე, როგორიც თავად სურთ. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ვიმუშაო იოკო ონოსთან [იოკო ონო ფილმის თანაპროდიუსერი იქნება], ენტონი მაკკარტენთან და ჯოშ ბრატმანთან [სცენარის ავტორები] ასეთ მნიშვნელოვან და შთამბეჭდავ ისტორიაზე", - ამბობს დე ლუკა. ლენონმა და იოკომ ერთმანეთი 1966 წელს, ლონდონში გაიცნეს, 3 წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 909 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მაიკლ დე ლუკა, ჰოლივუდი, holivudi, ჯონ ლენონი, კინო სიახლეები, ioko ono, maikl de luka, kino siakhleebi, jon lenoni, იოკო ონო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]