გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 8 » ლეიბორისტული პარტია: პარტიის ანგარიში დაყადაღებულია / leiboristuli partia: partiis angarishi dakadaghebulia
7:59 PM
ლეიბორისტული პარტია: პარტიის ანგარიში დაყადაღებულია / leiboristuli partia: partiis angarishi dakadaghebulia






როგორც ლეიბორისტული პარტია აცხადებს, პარტიის ანგარში იანვრის ბოლოს დააყადაღეს.

"პარტიამ წინასაარჩევნოდ გაიღო ხარჯები. ჩვენ თანხები გადავუხადეთ ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში და ბუნებრივია, არ დარჩა თანხა საშემოსავლო გადასახადი გადაგვეხადა ბიუჯეტისთვის," - განმარტა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.

მისი თქმით, "მოხსნეს ის თანხა რაც განკუთვნილი იყო პარტიისთვის", რითაც ხელისუფლება ცდილობს პარტიის საქმიანობის პარალიზებას. გუგავა აღნიშნავს, რომ დაყადაღებული ანგარიშის შემთხვევაში ვერ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებსა და პარტიაში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, პარტიამ გასულ წელს, შემოწირულობის სახით, 15 215 ლარი მიიღო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფაქტთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას გეგმავს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 739 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: შალვა ნათელაშვილი, shemosavlebis samsakhuri, giorgi gugava, გიორგი გუგავა, შემოსავლების სამსახური, leiboristuli partia, ლეიბორისტული პარტია, პოლიტიკა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...