გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 9 » ექსკლუზივი - ნაწყვეტი ახალი სკანდალური წიგნიდან, რომელიც ჯერ არ გამოცემულა. 18+
8:45 PM
ექსკლუზივი - ნაწყვეტი ახალი სკანდალური წიგნიდან, რომელიც ჯერ არ გამოცემულა. 18+






ნაწყვეტი ახალი წიგნიდან შავი ლაქა 2. 18+

მართალია, ვირტუალურად გაცნობიდან დღენახევრის შემდეგ შევხვდი, ის არ იყო იოლადმოსაპოვებელი გოგო. მან იცოდა მამაკაცის ყველა სუსტი წერტილი იმიტომ, რომ ქალი იყო. ნამდვილი ქალი, ოცი წლის, რომელიც სიყვარულისთვის იყო შექმნილი. მისი მხოლოდ ფოტოები მქონდა ნანახი, მაგრამ უკვე სიგიჟემდე მინდოდა. დღენახევარი გვქონდა მიმოწერა, უფრო სწორად, „ღამენახევარი“. ამ დღე, თუ ღამენახევარში მოვასწარით რამდენიმე ჩხუბი და შერიგება. მიუხედავად იმისა, რომ ათი წლით უფროსი ვიყავი, ურთიერთობას ჯერ-ჯერობით ის წარმართვდა. ეს იყო სიგიჟე. მე პატარა ბიჭი აღარ ვიყავი და გოგოებთანაც ერთგვარი პოპულარობით ვსარგებლობდი, მან შეძლო და გაცნობიდან ერთი საათის შემდეგ ყველა ადამიანი დამავიწყა, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. არც საჭმელი გვიჭამია ეს „დღენახევარი“, არც გვიძინია, უბრალოდ ვსაუბრობდით... როცა მივხვდით, რომ ორივეს ძალიან გვინდოდა ერთმანეთის ნახვა, შევხვდით. არა, მე მანამდეც მინდოდა, უბრალოდ დღენახევარი დამჭირდა მის დასათანხმებლად. ის ხომ ქალი იყო...
შევხვდით ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაში, თითქოს ბედისწერაც ხელს გვიწყობდა. რამდენიმე დღით სახლში მარტო იყო და მე „შევძელი“ მასთან ავსულიყავით. უფრო სწორად, ჩვენ შევძელით მასთან ავსულიყავით.
შავი, ხვეული თმა ჰქონდა ნატას და უფრო შავი, ღამისფერი თვალები...თვითონაც შავგვრემანი იყო. წითელი, ვნებიანი ტუჩები და მკვრივი, გემრიელი კანი. ეს მანამდეც ვიგრძენი, ვიდრე შევეხებოდი. უცხო სურნელი ჰქონდა ნატას, მადისაღმძვრელი. ეს არ იყო მხოლოდ სუნამოს სუნი, ეს ქალის სურნელი იყო, ლამაზი ქალის სუნი.
მე ვიცოდი, რომ სიყვარულის წამქეზებელი ღვინოა, მაგრამ მან მხოლოდ ლუდი დალია, ისიც ცოტა. მეც დავლიე... გვერდი-გვერდ ვიჯექით, მჭიდროთ. რაღაც ფილმს ვუყურებდით. ჩვენი თეძოები და მუხლები ერთმანეთს ეხებოდა ბუნების აუხსნელი მიზიდულობის ძალით. ვგრძნობდი, როგორ გუთბა მუხლი და აუჩქარდა სისხლი. რამდენჯერმე მოხერხებულად დავაგდე „სანთებელა“ მის ფეხებთან, აღების დროს რომ მეტად შევხებოდით ერთმანეთს. ყოველ შეხებაში მთელს ჩემს შინაგან ძალას ვაქსოვდი და ისიც გრძნობდა ამას. არ იყო უსინდისობა ეს ჩემგან, აღარც ის იყო ბავშვი.
როცა ვიგრძენი, რომ ჩვენმა სხეულებმა ჯდომისას ჰარმონიას მიაღწია, ზუსტად მაშინ წამოდგა. მსიამოვნებდა მასთან ერთად ჯდომა და ფილმის ყურება, თუმცა არც მახსოვს რა ფილმი იყო, რაღაც უაზრო კომედია. წამოდგა და თავის საძინებელში გავიდა. გავყევი. ვნებიანად მითხრა, რომ დავხმარებოდი, რათა ჩემთვის ლოგინი სხვა ოთახში გაეშალა. არ ვიცი რა დამემართა, რატომ დავეტაკე ველურივით და ჩავეხუტე, თუმცა ამაზე მისი დანხვის წამიდან ვოცნებობდი. დავეტაკე და ჩვენს შორის დაიწყო უსიტყვო სქესთა ომი, თუ სიყვარული (ზოგი ამას სექსს უწოდებს). ის ცდილობდა მოვეშორებინე, მე კი დაუნდობლად ვკოცნიდი ტუჩებში, ყელზე, მკერდზე. ნელ-ნელ სუნთქვა კვნესაში გადაეზარდა. ის „მაიძულებდა“ მამაკაცური ძალით დამემორჩილებინა და მეც ვიხანგრძლივებდი სიამოვნებას. ეს არ იყო ძალადობა, უბრალოდ ვნება იყო, ძლიერი ვნება. სანამ მოვახერხებდი ტანზე გამეხადა, მანამდე ვიგრძენი რომ დამნებდა. ის ჯერ კიდევ მაშინ დამნებდა, სანამ ვნახავდი, ახლა უბრალოდ ისიც იხანგრძლივებდა დანებების სიამოვნებას. პირველი გიჟური ცეცხლი მალევე ჩაქრა. ძლიერი სურვილისგან სწრაფად გავათავე. იწვა და მიყურებდა ოდნავ მორცხვად, მაგრამ ეს სიმორცხვეც მაცდური იყო. მე სხეეულის ყველა ადგილი დავუკოცნე და ისევ დავეუფლე. ვგრძნობდი მთელი არსებით მეძლეოდა, ადრე არავისთან მიგრძვნია ეს. ღამე მეტისმეტად მოკლე იყო ჩვენი სურვილების საბოლოოდ დასაკმაყოფილებლად და მალე გათენდა. სახლის კედლები თხელი იყო და ალბათ მეზობლებს მთელი ღამე ესმოდათ ჩემი აჩქარებული სუნთქვა და მისი კვნესა. თუმცა. ჩვენ ამაზე მაღლა ვიდექით. ჩვენ შევძელით, ყველა ჭორიკანა მეზობლის აზრზე მაღლა დავმდგარიყავით და საკუთარი თავისუფლებით ვტკბებოდით.
რამდენიმე ძლიერი ექსტაზის შემდეგ შევისვენეთ. ის ძილშიც მეხუტებოდა, ძილშიც მგრძნობდა. მე ვერ შევძელი დაძინება, მიუხედავად იმისა, რომ ორი ღამის უძილო ვიყავი. სანამ ჩაეძინებოდა, მანამდე რამდენჯერმე ავდექით, წყალი გადავივლეთ იმ მიზნით, რომ მერე დაგვეძინა, მაგრამ სურვილი ჯერ არ იყო ბოლომდე ჩამქრალი და ვერ ვახერხებდით. ბოლოს, როცა ჩაეძინა, ავდექი. ძალიან მინდოდა სიგარეტი. პირველად მოხდა, რომ სექსის მერე სიგარეტი ვერ მოვწიე, არ გამხსენებია. ამ გოგომ სიგარეტიც დამავიწყა. მოვუკიდე და სანამ ბოლომდე მოვწევდი, ძილშიც იგრძნო, რომ ლოგინში აღარ ვიყავი. შეშინებული ადგა. დავამშვიდე და მწვავე შიმშილი ვიგრძენი. უკვე დილა იყო და ვისაუზმეთ. ის მაცდურად ჭამდა, მეთამაშებოდა. თავი მოვაჩვენე, რომ ისევ მინდოდა მასთან, თუმცა იმ წუთას ჭამა ყველაფერს მერჩივნა. ჭამის შემდეგ ისევ მოახერხა ჩემი ცდუნება. ამჯერად ის იყო დამპყრობელი და მე მხოლოდ სიამოვნებას ვიღებდი...
ორი დღე-ღამე გავატარეთ ასე. ადამიანებს, როგორც წესი, ჯერ უყვარდებათ ხოლმე და მერე აქვთ სექსი,(საქართველოში მაინც), ჩვენთან პირიქით მოხდა. მოჯადოებულებივით ვიყავით. აღარც გვახსოვდა ჩვენი საქმეები, მაგრამ „მათ“ თავი შეგვახსენეს. შეუძლებელი იყო მუდამ ასე ყოფნა, თორემ სიამოვნებით დავტოვებდი მთელ დამპალ სამყაროს, წავიდოდი რომელიმე დაუსახლებელ კუნძულზე მასთან ერთად.ჩვენ დავთესდით პურს, ვენახს თამბაქოს და კანაფს და სხვა არც არაფერი დაგვჭირდებოდა. ჩვენი შვილები იცხოვრებდნენ ამ ბინძური სამყაროსგან შორს და ერთმანეთის სიყვარულში გაიზრდებოდნენ, რადგან გასაყოფიც არაფერი ექნებოდათ! მათი შვილები ვერ ნახავდნენ ამდენ ზიზღს, ბოროტებას, სიძულვილს. თავისუფლება მისცემდა მათ ბედნიერებას და ყველაფერს, რასაც ბუნება მაათვის „გაიმეტებდა“, თანბრად გაიყოფდნენ. მათ ვერავინ მოახვევდა თავზე ათასნაირ სულელურ კანონს, გამოგონილ ღმერთს! ისინი მხოლოდ ერთ, ბუნების კანონს და მხოლოდ ერთ, სიყვარულის ღმერთს დაემორჩილებოდნენ! შემდეგ ჩვენ მოვკვდებოდით, მაგრამ კუნძული დარჩებოდა. კუნძული, სადაც ყველა ბედნიერად იცხოვრებდა. ყველას შეგვიძლია გვქონდეს ასეთი კუნძული, უბრალოდ ერთი ცხოვრება არ გვყოფნის ხოლმე ამის მისახვედრად და მეორე ან გვაქვს, ან არა... © კონსტანტინე კირვალიძე

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 958 | დაამატა: kirvalidzekote9 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 nikolozqartveli  
0
ძალიან საინტერესოა ნაწყვეტია!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...