11:21 PM როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან? / rogor davitskot biznesi nulidan? | ||||||||||||
იმისთვის, რომ ბიზნესი მინიმალური რისკებით და წარმატების დიდი შანსებით დაიწყოთ, ეს 10 რკინის წესი გაითვალისწინეთ. საფეხურები: 1 კრედიტი არასოდეს აიღოთ კრედიტი ბიზნესი კრედიტით, თუ საქმის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება არ გაქვთ. 2 "ვარდისფერი სათვალეები" ბიზნესის წამოწყებამდე, მოიშორეთ "ვარდისფერი სათვალეები" და დაუსვით თქვენს თავს კითხვა: "რას დავკარგავ ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში"? 3 ყველაფრისთვის მზად იყავით მზად იყავით მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარებისთვის. გაითვალისწინეთ, როგორც ოპტიმისტური, ისე პესიმისტური განვითარების შესაძლებლობები. 4 აუცილებელი თანხა არავითარ შემთხვევაში არდაიწყოთ ბიზნესი ფულით, რომელიც სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებისთვის გჭირდებათ (ბავშვების განათლები, მკურნალობა, კრედიტის თანხა და ა.შ.) 5 შეისწავლეთ ბაზარი გულდასმით შეისწავლეთ ბაზარი და თქვენი შესაძლებლობები. გაარკვიეთ რა რესურსებს ფლობთ კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად. 6 სუპერპროექტები არ დაკავდეთ გაურკვეველი ან მეგა პროექტებით, რომელიც თანხის დიდ დანახარჯებს მოითხოვს. 7 გამოცდილების გაზიარება შეძლების და გვარად დაელაპარაკეთ უკვე გამოცდილ ბიზნესმენებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას თავის საქმეში და გაითვალისწინეთ მათი რჩევები. 8 საქმე, რომელშიც ერკვევით დაიწყეთ ბიზნესი იმ სფეროში, რომელსაც იცნობთ. 9 დაგეგმეთ ჩამოწერეთ ბიზნესის განვითარების ყოველი პუნქტი და აღნიშნეთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქმის წამოსაწყებად უნდა გადადგათ. 10 განეწყვეთ ოპტიმისტურად იყავით ოპტიმისტი და არ ჩამოუშვათ მხრები პირველივე სიძნელის გაჩენისას. მიმაგრება: სურათი 1
|
|