გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 12 » ნივთები, რომელიც 2020 წელს აღარ იარსებებს / nivtebi, romelic 2020 tsels aghar iarsebebs
12:05 PM
ნივთები, რომელიც 2020 წელს აღარ იარსებებს / nivtebi, romelic 2020 tsels aghar iarsebebs






მსოფლიოს ახალგაზრდა მეწარმეებით დაკომპლექტებული საბჭოს წევრები იმ ინდუსტრიებსა და ნივთებზე საუბრობენ, რომლებიც ხუთ წელიწადში შესაძლოა, ყოვლად უსარგებლო გახდეს ადამიანისთვის.

მათ შორის მოხვდა სახლის ტელეფონებიც. ახალგაზრდა მეწარმეების თქმით, კომუნიკაციის საშუალებად ადამიანები თანდათან უფრო ნაკლებად იყენებენ სახლის ტელეფონებს, ისინი თითქმის უკვე ჩაანაცვლა "სმარტფონებმა". რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაქრობა ემუქრება მობილურ ტელეფონებსაც. მობილური ტელეფონების ფუნქცია შეითავსა პორტატულმა კომპიუტერებმა.

მეწარმეების პროგნოზით, 2020 წელს ქაღალდის ინდუსტრიაც ნელნელა გაქრება. მისი გამოყენება საბოლოოდ არ შეწყდება, თუმცა, იგი საკმაოდ მოძველებული გამოყენებადი ნივთი გახდება, ვინაიდან ყველა მონაცემის და დოკუმენტის შენახვა ციფრულ ფორმატში მიმდინარეობს. გაქრობა ემუქრება საკაბელო ტელევიზიასაც, მას თანდათან ინტერნეტი ანაცვლებს, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი კი დღითიდღე მსოფლიოს უფრო მეტ ტერიტორიას ფარავს.

ახალგაზრდა მეწარმეები ვარაუდობენ, რომ მალე საფულე

ებიც გაქრება. მოსახლეობა იმდენად სწრაფად გადადის ელექტრონულ ყიდვაზე, რომ მალე ძველი ტყავის საფულეები უსარგებლო ნივთად იქცევა. მეწარმეების პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში დაიკლებს კინოთეატრების ვიზიტორების რიცხვიც. ვინაიდან მაღალი ხარისხის ტელევიზორების და სახლის პატარა კინოთეატრების მყიდველთა რიცხვი იზრდება. ამიტომაც მოსახლეობა თანდათან უფრო აქტიურად ანიჭებს უპირატესობას ფილმის სახლში ყურებას ვიდრე კინოში წასვლას და იქ ამისთვის თანხის გადახდას.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1133 | დაამატა: sambebi | ტეგები: კინოთეატრი, telefoni, aifoni, მობილური, ტელეფონი, televizori, mobiluri, kinoteatri, აიფონი, ტელევიზორი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...