გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 15 » Aerosmith-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება / aerosmitis koncertis biletebis gakidva 25 tebervlidan daitsckeba
4:49 PM
Aerosmith-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება / aerosmitis koncertis biletebis gakidva 25 tebervlidan daitsckeba






Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ უკვე განთავსდა ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ ვებსაიტზე და დაგეგმილი ტურნეს ჩამონათვალში 20 მაისს, Black Sea Arena-ზე გასამართი კონცერტი ისევ დაემატა.

Aerosmith-ის ვებსაიტზე, შეკვეთილში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია წაშლილი იყო. ამის მიზეზად Black Sea Arena-ში On.ge-ის განუმარტეს, რომ ინფორმაცია უნდა დაკორექტირდეს და მიებას ბმულები, საიდანაც მერე მოხდება ბილეთების გაყიდვა.

მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება პრესკონფერენცია იმის შესახებ, თუ სად გაიყიდება და რა ეღირება კონცერტზე დასასწრები ბილეთები.

Aerosmith-ის კონცერტის გამართვა საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება.

კონცერტის გასამართად ხელშეკრულება მიმდინარე წლის 11 იანვარს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება, გადასახადების გარეშე, 1,5 მილიონი ამერიკული დოლარია, რაც მისი გაფორმების მომენტისთვის 4 110 450 ლარი იყო. ამ თანხად აეროსმიტის კონცერტს 90 წუთის განმავლობაში გამართავს.

Aerosmith-ის კონცერტი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1035 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: aerosmiti saqartveloshi, აეროსმითი, Aerosmith, aerosmiti, აეროსმიტი, Black Sea Arena, Check in Georgia, ბლექ სი არენა, საქართველო, ბათუმი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...