5:44 PM
პატრიარქის დაცვის უფროსი: უახლოეს დღეებში გაცნობებთ ჩემს გადაწყვეტილებას / patriarqis dacvis ufrosi: uakhloes dgheebshi gacnobebt chems gada
www.auf.ge -
პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი ამჟამად საპატრიარქოშია და აგრძელებს საკუთარ მოვალეობას. მისივე თქმით, იგი უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ:

"მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ახლა გიანონსებთ, ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემს გადაწყვეტილების შესახებ და გაგაცნობთ ვითარებას".

დღესვე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვა შეიცვალა და დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი გადადგა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1139 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პატრიარქი, patriarqi, Ilia II, saqartvelo, sapatriarqo, ილია II, საპატრიარქო, ilia meore, საქართველო, ილია მეორე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]