გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 23 » მასშტაბურმა კვლევებმა მარიხუანას სამედიცინო სარგებლიანობა დაადასტურა / masshtaburma kvlevebma marikhuanas samedicino sargeblianoba daa
5:52 PM
მასშტაბურმა კვლევებმა მარიხუანას სამედიცინო სარგებლიანობა დაადასტურა / masshtaburma kvlevebma marikhuanas samedicino sargeblianoba daa






10,000-ზე მეტი კვლევის შედეგების შესწავლის შემდეგ მეცნიერებისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ მარიხუანას მოხმარების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაჯამა. 400-გვერდიან პუბლიკაციაში დეტალურად არის განხილული მარიხუანას კავშირი სხვადასხვა სამედიცინო საკითხთან, მთავარი დასკვნა კი ისაა, რომ მარიხუანას მოხმარებას რეალური სამედიცინო სარგებელი მოაქვს, რასაც უამრავი პრესტიჟული კვლევაც მოწმობს.

მოხსენებაზე ჯანმრთელობის საკითხების ექსპერტთა ჯგუფი მუშაობდა, რომელსაც ჰარვარდის მკვლევარი და პედიატრი, მერი მაკკომრიკი ხელმძღვანელობდა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სხვა ბევრ თვისებასთან ერთად, კანაფინოიდების (კანაფის აქტიური კომპონენტები) გამოყენება შეიძლება ძლიერი ტკივილების გასაყუჩებლად, განსაკუთრებით კი ქრონიკული შემთხვევებისთვის. მარიხუანას მოხმარება არ იწვევს პირის ღრუს, საყლაპავი მილის თუ ფილტვის კიბოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მარიხუანას აქტიურად მოხმარებამ ორსულობის დროს შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის წონაში კლება.

ამავე კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მარიხუანას რეგულარულმა და გადამეტებულად ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა ადამიანის ფსიქიკა დააზიანოს და შიზოფრენიით დაავადების შანსები გაზარდოს.

საბოლოოდ დაინგრა სტერეოტიპი, თითქოს მარიხუანას მოწევა ვნებდეს ტვინის უჯრედებს და იწვევდეს აზროვნების პროცესის გაუარესებას. როგორც აღმოჩნდა, ადამიანის გონება მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და მიღებიდან ცოტა ხნის განმავლობაში არის გაფანტული. ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ კანაფის მოწევამ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები დააჩლუნგოს. მარიხუანას წვლილი სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებში (ინსულტებში ან გულის შეტევებში) ასევე უმნიშვნელოა.

მოხსენების მიხედვით, მარიხუანა არ იწვევს უფრო მძიმე ნარკოტიკების მოთხოვნილებასაც. ასე რომ, მარიხუანას "კარიბჭის ეფექტი" უარყოფილია.

კვლევის შედეგები მოკლედ:

მარიხუანას აქვს სამედიცინო თვისებები - მათ შორის, არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების დროს;
მარიხუანა არ იწვევს ყელის, ფილტვის და პირის ღრუს კიბოს;
მარიხუანა არ არის ხიდი მძიმე ნარკოტიკებისკენ;
მარიხუანა არ იწვევს ინსულტს და გულის შეტევას;
მარიხუანა არ აჩლუნგებს;

თუმცა....

მარიხუანას გადამეტებულად ხშირმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიკური პრობლემები, მათ შორის შიზოფრენია;
მარიხუანას მოწევამ ორსულობის დროს შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის წონაში კლება;
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მარიხუანას დათესვა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. კანონის შეცვლის მოთხოვნით ახალი წლის ღამეს გირჩმა მარიხუანა დათესა, რომელიც შსს-მ 11 იანვარს ამოიღო.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1194 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მარიხუანა, კანაფი, მეცნიერება, marixuana, marijuana, კანაფის დათესვა, marihuana, გირჩი, marikhuana, ჯანმრთელობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...