გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 25 » დღენაკლულთა 27 თებერვალი — ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ - არა მერცხლის! / 27 tebervali — es qvekana aris bude, magram - ara merckhlis!
1:31 AM
დღენაკლულთა 27 თებერვალი — ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ - არა მერცხლის! / 27 tebervali — es qvekana aris bude, magram - ara merckhlis!






დღენაკლულთა

თარიღი | 27 თებერვალი
დრო | 18:30-დან 20:30-მდე
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
მისამართი | დავით აღმაშენებლის გამზირი # 182
(მუშტაიდის ბაღი)

ეს ქვეყანა არის ბუდე,
მაგრამ - არა მერცხლის!

მონაწილეები:

ნიკა ჩერქეზიშვილი
ლაშა მარგიანი
გიო ძამუკაშვილი
თორნიკე ჭელიძე
ნოდარ რევაზიშვილი
ირაკლი ბერია

ბილეთის ღირებულება - 7 ლარი

_________________________________________________________

რთულია, ადგე და ერთ ჩასუნთქვაში მოუყარო თავი ყველაფერს.
ვცდი, მაინც...
დავიწყებ იმით, რომ ზუსტად ახლა, როცა ამ წერილს ვწერ უკანასკნელი საკრედიტო ბარათიც დამებლოკა გადაუხდელობის გამო და ფაქტობრივად და პირდაპირი მნიშვნელობით დავრჩი ცივ ქვაზე. მიუხედავად ამისა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი, რომ წლევანდელ 27 თებერვლის საღამოზე დასწრება ყოფილიყო უფასო. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. არ გამოვიდა ჩემგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო და ამაში მართალი ვარ საკუთარ თავთან და ყველასთანაც. რეალურად, არც ის უნდა იყოს პრობლემა, ბილეთები რომ იყიდება და ზოგადად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ აქ და ახლა ჩემს სათქმელს ვამბობ, რაც გულში მიდევს, ის გამომაქვს გარეთ. მინდოდა, რომ დასწრება ყოფილიყო თავისუფალი და ეს არ მოხერხდა. არანაირად.
მეორე საკითხია ის, რომ დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ ვიყავი და ვარ საშინლად იმედგაცრუებული. მაშინ, როცა ჩვენს საღამოებზე 500-600 მსმენელი ჩვეულებრივი ამბავია, საპროტესტო აქციაზე, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა თანადგომა, მაქსიმუმ 30-40 კაცი მოდიოდა, ესეც საუკეთესო შემთხვევაში. ღამეებს სისტემატიურად მხოლოდ 5-7 ადამიანი თუ ვათევდით. ამის გამო, საერთოდ აღარ ვფიქრობდი აღარაფერზე, მითუმეტეს პოეზიის საღამოს ჩატარებაზე. არც თავს ვამეტებ ვინმეს და არც ვაყვედრი... უბრალოდ, აღარ მინდოდა აღარაფერი.
პროტესტის თემა არ იყო მხოლოდ ჩემი, კონკრეტულად ნიკა ჩერქეზიშვილის პრობლემა, ეს უამრავ ადამიანს ეხებოდა, ეხება და შეეხება მომავალშიც და ასე თუ გავაგრძელეთ პირში წყლის ჩაგუბება, იქამდე მივალთ, რომ თავკომბალები გაგვიჩნდება პირის ღრუში. მე კი ჩემს სიმართლეს მაინც მოვიტან თქვენამდე. აუცილებლად. უბრალოდ, დანამდვილებით რომ იცოდეთ, მე იქ ყველაზე ნაკლებად ვიდექი საკუთარი თავისთვის.
27 თებერვალი ადამიანია ჩემთვის. ადამიანია და 9 წლის არის უკვე. ამიტომ ვცდილობდი რამე გამართლება მომეძებნა და დამდგარიყო წელსაც. საბოლოოდ, მივედი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. ბუნებრივია, სცენარს ვერ გავამხელ, მაგრამ გეტყვით, რომ სივრცე პატარაა, ბილეთის ფასიც ამან განაპირობა. 500 და 600 კაცი იქ არ დაეტევა, მაქსიმუმ -250.
მინდა იცოდეთ, რომ ეს არ იქნება კომფორტის ზონა. ეს იქნება ის ზონა, რომელშიც ვცოცხლობთ და ვარსებობთ ჩვენ. აქ არ იქნება სავარძლებში მოკალათების საშუალება.
გთხოვთ, ვისაც გებევრებათ წელიწადში ერთხელ 7 ლარის გადახდა, მაგრამ დღეში ორი კოლოფი სიგარეტი არ გყოფნით და ყიდულობთ კიდეც, ნუ მოხვალთ.
თუ ვინმეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბილეთი შეიძინოს, მომწეროს პირადში. ეს ამბავი, ბუნებრივია, მხოლოდ ჩვენ შორის დარჩება.
გთხოვთ, ვისაც არ შეგიძლიათ საათნახევრის განმავლობაში ფეხზე დგომა, ნუ მოხვალთ.
გთხოვთ, ნუ მოხვალთ ისინი, ვინც გარშემო მხოლოდ იმიტომ გვივლით, რომ ჩვენი ბნელი მხარე დაინახოთ. ასეთებს ახლავე გეუბნებით, ჩვენ არ ვართ ანგელოზები და შეიარაღებული თვალი არ სჭირდება ჩვენი ნაკლოვანებების დანახვას.
გთხოვთ, ნუ მოხვალთ მეპასკვილეები.
მოდით მხოლოდ ისინი, ვისთვისაც სულერთი არ არის სხვისი ტკივილი და სიხარული. ვისაც გააზრებული აქვს, რომ ჩვენ თუ მთელი კვირის განმავლობაში ვიდექით მინუს ტემპერატურაზე ღია ცის ქვეშ, მან საათნახევარი ფეხზე დგომა დახურულ და თბილ შენობაში უნდა აიტანოს როგორმე.
ეს არ არის პოეზიის საღამო. ესეც საპროტესტო აქციაა.
ჩვენ მკაცრად განსაზღვრული საათნახევარი გვაქვს. ასეთია შეთანხმება თეატრის მეპატრონესთან.
ბილეთები გაიყიდება მოძრაობის თეატრის შენობაში (დავით აღმაშენებლის გამზირი #182, მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორია) ხვალ 18:00-დან და გაიყიდება შაბათ-კვირასაც, ასევე ორშაბათს.
ყველა სიკეთე...

ნიკა ჩერქეზიშვილი

_________________________________________________________

27 თებერვალი არის დღე, რომლის ხანგრძლივობა მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე კი არ გრძელდება, ან იმ რამდენიმე საათით, როცა ლექსებს ვკითხულობთ, არამედ იქამდე, სადამდეც ერთმანეთისთვის შეგვეძლება ვიცოცხლოთ. სულერთია რა დგას წინ, მაღალი და სქელი კედელი თუ დატენილი იარაღის ლულა, ეს ცხოვრებაც შეიძლება ჰორიზონტის ოთხივე მხრიდან გვაყრის მიწას, მაგრამ ის მომავლისკენ ნასწროლი ყვავილია, მათკენ ვინც ჯერ დედის მუცელშიც კი არ არის.
სულერთია რა სიღრმისაა ის ფსკერი რომელზეც ვდგავართ, ხრამისაა, თუ უფსკრულის, რადგან ის არ არის საფლავი, საიდანაც შეუძლებელია ამოსვლა. იმ ცასაც აზრი ეკარგება, საითკენაც მხოლოდ ოცნებებით მივიზიდებით. ცას რომ მიწვდე, ფრთებზე მეტად სიმართლეა საჭირო, ისეთი სიმართლე, რომლითაც 27 თებერვალია გაჟღენთილი.
გელოდებით.

ლაშა მარგიანი



მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1200 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: dgenaklulta, tornike chelidze, 27 tebervali, dghenaklulta, irakli beria, nika cherqezishvili, lasha margiani, nodar revazishvili, nika cherkezishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: