4:41 PM რუსთავი 2 და მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში / rustavi 2 da media ashsh-s sakhelmtscifo departamentis koveltscliu | ||||||||||||
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიურად აშუქებდა სხვადასხვა სახის ახალ ამბებს. ამავე დროს კი, მედია პოლიტიკურად პოლარიზებული რჩებოდა და შეზღუდულად აწვდიდა საზოგადოებას ობიექტურ, ნეიტრალურ ახალი ამბებს. ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთავი 2-ის საქმეს კერძო პირებს შორის დავას უკავშირებდნენ, თუმცა საზოგადოება სასამართლოს ქმედებაში ხელისუფლების მონაწილეობასა და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას ხედავდა. რაც შეეხება ინტერნეტს, ანგარიშში მოხვდა 2016 წელს ვორდპრესისა (WordPress) და იუთუბის (YouTube) გათიშვა. ამ შემთხვევების გარდა ანგარიშში ინტერნეტის შეზღუდვის სხვა ფაქტებზე საუბარი არ არის. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ მედია დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაზე ძლიერი გავლენის ქონაში ადანაშაულებენ. ანგარიშის თანახმად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მედიის თავისუფლება დიდწილად შეზღუდულია დე ფაქტო ხელისუფლების და რუსი ოკუპანტების მიერ. მიმაგრება: სურათი 1
|
|