გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » მარტი » 6 » ბლიც ინტერვიუ საკუთარ თავთან. - მარტი. / blic interviu sakutar tavtan. - marti.
4:42 PM
ბლიც ინტერვიუ საკუთარ თავთან. - მარტი. / blic interviu sakutar tavtan. - marti.






მაღიზიანებს – სატვირთო მანქანების ხმა.
ვგრძნობ – სანამ მიმატოვებენ, მანამდე ვგრძნობ ამას.
მეშინია – იზოლაციის. მნიშვნელოვანი მოვლენების დავიწყების. და გადაყვარებების.
ვიცი – რომ მარტოსული ვარ.
არ ვიცი - როგორ შეუძლიათ ადამიანებს, ერთმანეთის უარყოფა.
შემიძლია – ადამიანი ადვილად შემიყვარდეს.
არ შემიძლია – შეყვარების შემდეგ გადაყვარება.
ვმეგობრობ – სევდიან ადამიანებთან.
ვაპატიებ – ყველაფერს. თუ დაბრუნდება.
ვიცინი – პაროდიებზე.
ვტირი – როცა ტკივილებზე ვფიქრობ.
ვეძებ – სულიერ მოკავშირეს.
ღირსი ვარ – ზოგჯერ მგონია, რომ რაც მჭირს, ყველაფრის ღირსი ვარ.
ვჩხუბობ – როცა ცდილობენ, ის გამაკეთებინონ, რაც არ მინდა.
ვკარგავ – ადამიანებს.
მშურს – ბოროტი განზრახვით არავის.
ვემალები – შორეულ ნათესავებსა და ნაცნობებს.
ვემტერები – არავის.
მაინტერესებს – იაპონური კულტურა. მისტიური, აბსტრაქტული მოვლენები.
არ მაინტერსებს – პოლიტიკა.
მახსოვს – როგორ ველოდებოდი ჩემი ძმის დაბადებას.
მრცხვენია – საცურაო კოსტუმის ჩაცმის. smile
უარვყოფ – დოგმატურ იდეოლოგიას.
ვავადმყოფობ – ფიზიკურად თითქმის არასდროს...
ვმალავ – შინაგანი სამყაროს იმ დეტალებს, რაც მხოლოდ ჩემია.
ვინახავ – ნაჩუქარ ნივთებს. ფოთლებს. გამხმარ ყვავილებს. მატარებლის ბილეთებს.
მწამს – რომ ერთ მთლიან ადამიანს და ხელების ჩაჭიდებას დიდი ძალა აქვს.
მიკვირს – როგორ შეუძლიათ ადამიანებს გრძნობების დავიწყება.
მიხარია – როცა წერილს მწერენ; როცა მეუბნებიან, რომ გაზაფხული ვარ.
ვჭორაობ – არასდროს ვჭორაობ.
ვდარდობ – ურთიერთობებზე, რომლებმაც ფორმა იცვალეს.
ვამაყობ – მგონი არაფრით.
ვაკეთებ – ვენეგრეტს, ყოველი დღესასწაულის წინ. ^^
ვეფერები – საყვარელი ადამიანის თითებს.
მსიამოვნებს – ზაფხულის წვიმაში სირბილი.
მესიზმრება – ძირითადად არასასიამოვნო სიზმრები.
ვეხმარები – ადამიანებს ემოციურად.
ვეწევი – თავისუფალი აზროვნების პროპაგანდას. : )
მწყინს -- როცა ადამიანებს ჩემ მიმართ ემოციები უქრებათ.
ვხარჯავ – დროს წუხილში.
ვღალატობ – ზოგჯერ საკუთარ თავს.
ვკამათობ – იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვებსა და მოვლენებს ცალმხრივად განიხილავენ.
ვუხეშობ – საერთოდ, მგონი უხეში ვარ. პირდაპირობის გამო გამომდის ასე. : )
ვუსმენ – გულისცემას.
ვყოყმანობ – როცა რამეს ვყიდულობ.
ვკითხულობ – დეტექტივების, ისტორიული წიგნებისა და პოლიტიკური სტადიების გარდა თითქმის ყველაფერს.
ვამზადებ – მოხარშულ მაკარონს წიწაკით, ხახვითა და ტომატით. smile
ვუყურებ – წასული ადამიანების ზურგს.
ვკლავ – კოღოს, აფექტურ მდგომარეობაში, როცა ძალიან მწარედ მკბენს.
ვაფუჭებ – ურთიერთობებს.
ვცხოვრობ – საკუთარი წარსულით.
ვყვირი – როცა ტკივილი დამანგრეველია. მაგრამ ჩუმად.
ვმღერი – ქუჩაში. ჩემთვის.
ვასრულებ – პირობებს არ ვდებ.
დავდივარ – ჩქარი ნაბიჯებით.
ვმკურნალობ – ვერ ვმკურნალობ...
ვერიდები – ზედმეტად ხალხმრავალ ადგილებს. ჭკუამხიარულ ადამიანებს.
ვთამაშობ – ახლა აღარ, ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი.
ვიტყუები – როცა ვამბობ: "კარგად ვარ."
ვეთაყვანები – არავის ვცემ თაყვანს.
ვგიჟდები – მანდარინის სუნზე. და ზურგიდან ჩახუტებაზე.
მიყვარს – მელანქოლიური ადამიანები; გაზაფხული; მიტოვებულ ადგილებში სიარული.
ვოცნებობ – ვიპოვნო სიმშვიდე; მოვინახულო იაპონიის მთები.
ვფიქრობ – ადამიანებზე, რომლებმაც მიმატოვეს.
მძულს – ცინიზმი.
ვნანობ – როცა ადამიანებს ახლოს ვუშვებ.
კმაყოფილი ვარ – მგონი, სულ უკმაყოფილო ვარ.
მენატრება – ძველი ურთიერთობები. ჩემი ბავშვობის საქანელა.
მსურს – დავწერო წიგნი.
ვაგროვებ – ყველა ნივთს, რომელიც კონკრეტულ ადამიანს, მოვლენას მახსენებს.
ვიხდი – ტანსაცმელს. განსხვავებით ტკივილებისგან.
ვეჭვიანობ – როცა "მე" ვიყავი და მერე "სხვა" ჩნდება.
ვკაიფობ – არ ვკაიფობ. smile
ვიზიდავ – უცნაურ და სევდიან ადამიანებს.
ვალამაზებ - მგონი პირიქით - ყველაფერს ვამახინჯებ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 939 | დაამატა: sambebi | ტეგები: ocneba, Dardi, siaruli, monatreba, mkurnaloba, Interviu, sicili, patieba, tirili, kaifi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
4 nikolozqartveli  
0
"ვიზიდავ – უცნაურ და სევდიან ადამიანებს." - mometscona.
"ვკარგავ – ადამიანებს. " - gmadlob, albat.. ar vici.
"ვეძებ – სულიერ მოკავშირეს. " - .
"ვაპატიებ – ყველაფერს. თუ დაბრუნდება." - ratom? bevrjer cudad mtavrdeba "kvelafris" patieba, radgan 21 saukunea eseti nabichvrebit savse. erti-oris garda.
"ვნანობ – როცა ადამიანებს ახლოს ვუშვებ." - eh... iqnebda..
"არ შემიძლია – შეყვარების შემდეგ გადაყვარება." - didi dzalaa, kochagh, ai, saerto, mesmis...

3 ეგოისტი ქალი  
0 Spam
bevr rameshi chemi tavi davinaxe, titqmis yvelafershi.

2 Zeiko Beridze  
0 Spam
Ra lamazad gamogdis shen yvelaperi

1 Gvanca Lee  
0 Spam
ratom megobrob chemtan da ratom ar eridebi chemnair chkuamxiarul arsebas

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...