5:41 PM ემზარ კვიციანი - კანონებში პატარა კავკასიურიც დავტოვოთ, თორემ დაინგრევა ჩვენი ოჯახები / emzar kviciani - kanonebshi patara kavkasiuric davto | |||||||||||||||
მისი თქმით, ბოლო დროს ბევრი ოჯახი ინგრევა, ამას კი ხშირად კანონები უწყობს ხელს. დეპუტატმა აქვე განმარტა, რომ არ არსებობს ოჯახი, სადაც არ კამათობენ. „ბოლო დროს ვხედავთ, ბევრი ოჯახი ინგრევა. 10 ოჯახიდან 4 დანგრეულია. ძალიან ხშირად ამას კანონები უწყობს ხელს. მაგალითად ერთი ასეთი კანონია, იჩხუბა ცოლ-ქმარმა, იკამათა... არ არსებობს ოჯახი, სადაც კამათი არ არის, მივიდნენ იუსტიციაში, სადაც 5 დღეში მისცეს საბუთი და დააშორა ერთმანეთს. პატარა კავკასიური კოპონენტიც ჩავტოვოთ ამ კანონებში, თორემ არაფერი გამოვა, დაინგრევა ჩვენი ოჯახები. პატარა კომპონენტი ჩასატოვებელია, როგორც ჩვენში, ასევე კანონებშიც, თორემ არაფერი გამოვა“, - აღნიშნა ემზარ კვიციანმა. მიმაგრება: სურათი 1
|
|