გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » მარტი » 28 » კანადაში მარიხუანას უზარმაზარი სათბური აშენდა / kanadashi marikhuanas uzarmazari satburi ashenda
7:06 AM
კანადაში მარიხუანას უზარმაზარი სათბური აშენდა / kanadashi marikhuanas uzarmazari satburi ashenda






კანადაში Tantalus Lab-მა თანამედროვე, ინოვაციური სათბურის მშენებლობა დაასრულა და პროდუქტის გაყიდვას 2018 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ Business Insider წერს.

"მარიხუანას ტესლა" - ამ სახელით არის ცნობილი მარიხუანას მწარმოებელი ლაბორატორია. ეს ზედმეტსახელი კომპანიამ ამ ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების გამო მოიპოვა.

Tantalus Lab-მა მარიხუანას საუკეთესო ხარისხის შესაქმნელად გადაწყვიტა ახალი ტიპის სათბური აეშენებინა, რომელიც მზის სინათლეს ატარებს და ამასთან ერთად, სასათბურე პირობებში ნერგების ზრდის ტემპს აჩქარებს. შედეგად, მარიხუანა გასაზრდელად მზის სინათლესაც იყენებს და სათბურისასაც.

ბუნებრივი მზის სხივები მცენარეებს უფრო ეფექტურად ზრდაში ეხმარება, რაც საბოლოოდ მწვანე, ჯანსაღ და დიდკვირტებიან პროდუქტს იძლევა. ამასთან ერთად, ეს მეთოდი ლაბორატორიას ელექტროენერგიის დაზოგვაშიც ეხმარება.

სათბურში ყოველ შვიდ წუთში ერთხელ სუფთა ჰაერი აღწევს, რაც მცენარეს პარაზიტებისგან, ობის მოკიდებისა და დაბინძურებული ჰაერის ცირკულაციისგან იცავს.

Tantalus Lab-მა ბუნებრივი მდგომარეობაც გაითვალისწინა და ვინაიდან ამ ტერიტორიაზე ხშირად წვიმს, კომპანიამ თანამედროვე სათბურის სახურავზე წყლის შენარჩუნების სისტემა დანერგა. დაგროვებული წყალი მოგვიანებით იფილტრება, ეცემა ბუნებრივ სასუქებზე და ხდება ნერგების მორწყვა.

შეგახსენებთ, რომ კანადაში მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნებისთვის 2000 წლიდან ლეგალურია, თუმცა კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ინიციატივით, მისი რეკრეაციული მიზნით გამოყენებაც ლეგალური გახდება. ამ ინიციატივის ამოქმედების შემდეგ კანადაში 22,6 მილიარდი დოლარის მოგებას ვარაუდობენ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1483 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მარიხუანა, marixuana, კანადა, მოსაწევი, marijuana, maruhuana, marikhuana, Canada, კანაბისი, Kanada | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...