8:29 AM ნინო ბუხრიკიძე — გინდა თუ არა, საჭიროა! / хочешь, не хочешь, а надо | ||||||||||||
მიკვირდა დიდების, თუ რატომ ტიროდნენ, რატომ იყვნენ ცუდ ხასიათზე, რატომ იქმნიდნენ პრობლემებს ძალით. მათ ხომ ყველაფერი შეეძლოთ რაც მოუნდებოდათ. ეყიდათ ღამით შოკოლადი და ეჭამათ იმდენი, რამდენიც უნდოდათ. რასაც დედაჩემი არ მაკეთებინებდა, რადგან კბილებში კარიესი გამიჩნდებოდა და წონაშიც საგრძნობლად მოვიმატებდი. ოხ როგორ მინდოდა ვყოფილიყავი დიდი. მქონოდა ცალკე ოთახი, სადაც სათამაშოები არ ელაგებოდა. მინდოდა, სანამ მართლაც არ გავიზარდე და პირველ პაემანზე მაღალი ქუსლებით გამოვცხადდი. ოხ როგორ მახსოვს, უსწორმასწორო ასფალტზე სიარულისას გამოწვეული შიში. შიში დაცემის და შერცხვენის, რადგან ისეთი დიდიც არ ვიყავი რომ მოხდენილად მეარა იმ დაწყევლილი ფეხსაცმლით, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებ და თითქოს ძალით დაჰყავხარ ასე. მანდ დასრულდა ჩემი ბავშვობაც და ჩემი უდარდელი წლები. დაიწყო გატეხილი გულის, გაცრუებული იმედების და ბრძოლა გადარჩენის ეტაპები. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ბევრი პრობლემა და უფრო მეტი შოკოლადი მემატებოდა. უფრო მეტად ვნატრობდი ეზოს ბიჭებთან ფეხბურთის თამაშს. Хочешь, не хочешь, а надо. ზუსტად ასეა დიდების ცხოვრებაშიც. გინდა, არ გინდა, საჭიროა. საჭიროა ის ყველაფერი რასაც აკეთებ. საჭიროა ვიღაცას გაუღიმო, როცა არ გეღიმება და შეიყვარო ის, ვინც არ გიყვარს. იყო იქ სადაც უფროსების ლოკვას დაბლიდან იწყებენ. ყველა ერთად, ერთდროულად და მონდომებით. ეს უკანასკნელი კი, სიამოვნების აპოპეაში მყოფი ღიმილით ასაჩუქრებს ყველას. ყველაფერი საკმაოდ რთული და ამაზრზენია დიდების სამყაროში. და მე ვნატრობ დავბრუნდე იქ სადაც ბებია მიქსოვდა გაყინული ფეხებისთვის წინდებს. სადაც ყოველი დღე ჩემით იწყებოდა და საზრუნავი არაფერი იყო. სადაც ბავშვები წეროებს მოყავდათ და მე კომბოსტოში მიპოვეს. მენატრება ის ღმერთივით წმინდა წლები და უანგარო სიყვარული, ის მომცინარი თვალები სულ ჩემს მზერაში რომ აღამებდნენ. Хочешь, не хочешь, а надо, ახლა უკვე ეს ფრაზა უნდა იყოს შენი ცხოვრების წინამძღვარი და ვერაფერს ცვლიდე მასში. ახლა უკვე შენ ხარ და მთელი სამყარო. შენ დიდი ხარ და დიდია პასუხისმგებლობა. შენ ძლიერი ხარ და მეტია პრობლემები. შენ დიდი ხარ! მიმაგრება: სურათი 1
|
|