გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » აპრილი » 1 » დაბეჭდეთ წიგნი თქვენს სახელზე - ნაწყვეტი სკანდალური წიგნიდან "შავი ლაქა" 2 (18+).
10:22 PM
დაბეჭდეთ წიგნი თქვენს სახელზე - ნაწყვეტი სკანდალური წიგნიდან "შავი ლაქა" 2 (18+).






ნაფაზი მეშვიდე.
საწოლზე გოგო და ბიჭი იწვნენ და ერთმანეთით, ახალგაზრდობით და ცხოვრებით ტკბებოდნენ. შავი, ხვეული თმა ჰქონდა გოგოს და უფრო შავი, ღამისფერი თვალები... ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ გემრიელი გოგო იყო. ალბათ, ამიტომ ვერ ძღებოდა მის შოკოლადისფერ კანზე კოცნით ბიჭი. შიშვლები იყვნენ. ბიჭმა თითები ნელ-ნელა ჩამოაცურა გოგოს მკერდიდან მუცელზე, შემდეგ წამოიწია და აკოცა გოგოს, ენა დაატრიალა გოგოს მუცელზე და კოცნით აჰყვა ზემოთ ლამაზ სხეულს. გოგოს სხეული მოუდუნდა, მგრძნობიარედ ამოიკვნესა და თითები შეუცურა ბიჭს თმაში. ბიჭმა ტუჩები ახლოს მიიტანა გოგოს ტუჩებთან, ისე რომ ოდნავ ეხებოდა და გოგოს ღრმა სუნთქვას ტუჩებით გრძნობდა. შემდეგ ხელით მოუსინჯა ფეხებშუა და ნელ-ნელა დაეუფლა. გოგომ სუნთქვას მოუხშირა და ფეხები მოუჭირა ბიჭს წელზე. ნელ-ნელა თვალები დაებინდა გოგოს, შემდეგ გაუფართოვდა, ბოლოს ორივეს წუთით გააკანკალა და ერთარსებად ქცეული ორი სხეული უცებ დამძიმდა და ხარკი შესწირა სიყვარულის ღმერთს.
ამ საწოლზე არ არსებობდა არანარი კანონები და შეზღუდვები, არ არსებობდნენ ჭორიკანა მეზობლები, მკაცრი მშობლები, არ არსებობდა არანაირი ღმერთიი, გარდა სიყვარულისა. ამ საწოლზე ქრებოდა ყველანაირი პრობლემა, საზრუნავი და ეს ორი ადამიანი, ცოტა ხნით მაინც ბედნიერი იყო.
თუ არსებობს ქვეყნად ბედნიერება, ეს სიყვარულია მხოლოდ. ადამიანები მთელი ცხოვრება ეძებენ ბედნიერებას... არავინ იცის რა ზომის, რა ფერის, რა ასაკისაა ის. ეძებენ ნემსის წვერზე, ნარკოტიკში, ალკოჰოლში, ზღვაში, ყავის ჭიქასა და სიგარეტის ღერშიც კი, მაგრამ მაინც იშვიათად, ან საერთოდ ვერ პოულობენ მას. ბედნიერია ადამიანი, რომელიც სიყვარულში იპოვნის ბედნიერებას, სხვა ყველა მცდელობა, მიიღო ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება და ამით იგრძნო თავი ბედნიერად, სიყალბეა და თავის მოტყუება. ბედნიერებას არც ფასი აქვს, არც ასაკი, არც სქესი. ბედნიერება სექსის მერე რომ განცდა მოდის, იქაცაა, მაგრამ ამ სექსს სიყვარულიც უნდა ახლდეს თან, ისე მხოლოდ სექსად დარჩება... ბევრად უფრო ბედნიერია რომელიმე შეყვარებული წყვილი სოფელში, რომელიც ერთად წევს და საკუთარი ახალგაზრდობით და ბუნებრიობით ტკბება, ვიდრე მოხუცი, მარტოხელა მილიონერი, რომელმაც ფულით ბედნიერება ვერ იყიდა. ისე, როგორც ყველაფრის ცხოვრებაში, ბედნიერების ყიდვაც შეიძლება, უბრალოდ არავინ იცის მისი ფასი. ყველაფრის ყიდვა ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ ცხოვრებაც უხეშია და პირდაპირი. ფულით იყიდი სიყვარულს, თუმცა სიყვარულის განცდის უნარს - ვერა. იყიდი იმ ყველაფერს, რამაც წესით ბედნიერება უნდა მოგანიჭოს, მაგრამ ბედნიერების განცდის უნარს ვერ იყიდი და ამიტომაც არიან უბედური, ადამიანები. ისინი მთელი ცხოვრება ეძებენ რაღაცას, იბრძვიან, მუშაობენ, წვალობენ და მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს აღმოაჩენენ, რომ, რასაც ეძებდნენ, არც ღვინის ჭიქაში იყო, არც ნემსის წვერზე, არც მოსაწევის კვამლში და ვერც ყავის ჭიქაში დაინახავდნენ. ის, საყვარელი ქალის ტუჩებზე, დედის მკერდზე, ან ლამაზი ქალის საშოში უფრო იქნებოდა, ვიდრე სხვა დანარჩენში. ეძებენ, იბრძვიან, წვალობენ და ბოლოს ხვდებიან, მაინც არ იყო "ის", იქ, სადაც ეძებდნენ და უკვე გვიანია ხოლმე. რაც მთავარია, ბედნიერებას კიდევ ერთი თვისება აქვს და ეს, ბუნების დაუნდობელი კანონზომიერებაა - ის ხანმოკლეა...
მორწმუნესთანაც, მთელი ცხოვრება მუხლებგადატყავებული ლოცვის შემდეგ, ღრმა სიბერეში, როდესაც თავისი ტანჯვის შემდეგ მიაღწევს სიმშვიდის იმ ეტაპს, როცა სხეული მკვდარია სულის სასარგებლოდ, მიდის სიმშვიდის ბედნიერება და ეს შეიძლება აღმოჩნდეს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე საყვარლის სხეულზე ნაპოვნი ბედნიერებაა, მაგრამ ეს სულ სხვა გრძნობაა და სიმშვიდის ბედნიერებაც, ყველას ვერ მიანიჭებს ბედნიერებას. სიმშვიდე უფრო მოხუცებისთვისაა სასურველი ალბათ, ახალგაზრდას სიმშვიდემდე დაღლა სჭირდება და დაღლის შემდეგ, ისევ დაღლა. მერე ვეღარ გამოიგონებს ათასგვარ მიზეზს, რომ გაამართლოს სუიციდი და ფილოსოფიური ტონით და ასი წლის ავადმყოფი მოხუცივით თქვას, რომ სიცოცხლე მოჰბეზრდა. თუმცა, არავის სწყურია სიცოცხლის კიდევ ერთი დღე ისე, როგორც ასი წლის მოხუცს. აი, ვინ ცხოვრობს ნამდვილი ცხოვრებით და ვინ აფასებს ცხოვრების ყოველ ნაჩუქარ დღეს - მოხუცი და ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც სიბერე არ ჩაუმწარდება.
მოულოდნელად, საწოლზე მწოლიარე წყვილს, რომლებმაც შეძლეს ერთმანეთთან შეერთებით ეპოვნათ ბედნიერება, ბუნების დაუნდობელმა კანონზომიერებამ უწია, რომლის თანახმადაც ყველა არ „იმსახურებს“ ხანგრძლივ ბედნიერებას, რაღაც აუხსნელი თუ მეცნიერების, რელიგიის მსახურებისა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველას მიერ ახსნილი მიზეზების თანახმად. მოულოდნელად, ოთახში „მეფის ჟანდარმები“ შემოცვივდნენ, გეგა საწოლიდან წამოაგდეს და სახით დააგდეს იატაკზე. შემდეგ უთხრეს, ტანზე ჩაეცვა, ბორკილები დაადეს და გინებით და კონდახების რტყმით გაიყვანეს ოთახიდან. გვანცა იწვა თავის საწოლზე და შიშისა და უმწეობისაგან კანკალებდა... ის ჯერ პატარა იყო და ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა შეეწყვიტა მათი ბედნიერება, ცხოვრებას.
ნაფაზი მერვე.
-აბა, როგორ ხარ ვანო?
-კარგად ბატონო პრეზიდენტო, თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მშვენივრად. რა ქენი, შეასრულე რაც დაგავალე?
-რათქმაუნდა, ბატონო პრეზიდენტო, შევასრულე...
-ქალიც მოკალი და ბავშვებიც?
-თქვენ მითხარით, სახელმწიფოს ინტერესებშიაო და რათქმაუნდა...
-მე ისიც გითხარი, სახელმწიფო, ეს მე ვარ მეთქი! და გეტყობა, კარგად დაგიმახსოვრებია...
-რათქმაუნდა ბატონო პრეზიდენტო, მე ყველაფერს კარგად ვიმახსოვრებ.
-ესეიგი, ვანო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დავითის ძმა - არჩილი, დაიჭირეთ ხომ? რას ამბობდა დაჭერის დროს, როგორ იქცეოდა?
- მე მგონი ჭკუიდან შეიშალა, ბატონო პრეზიდენტო, ამბობდა, მე გამოვალ და სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლი. მე გავათავისუფლებ ჩაგრულებს ერთი მუჭა მჩაგვრელებისგან და დავანგრევ ამ დამპალ სისტემას, რაც მართავსო მსოფლიოს. აბა, ნორმალური ადამიანი იტყვის ამას, ბატონო პრეზიდენტო?!
-ვინ იცის, ასეა თუ ისე, მსგავსი ადამიანები საშიშნი არიან სახელმწიფოსთვის... მისი ძმა, უფრო საშიში იყო, იმიტომ რომ მინისტრის პორტფელი ჰქონდა და შეეძლო, ამ გიჟის იდეები, რეალობისკენ წარემართა ჩვენს ქვეყანაში...
პრეზიდენტმა სიგარეტი საფერფლეზე მიასრისა ვანოს წინ. - და ის ახალგაზრდა გველის წიწილი, რა ერქვა... გეგა? დაიჭირეთ?
-კი, ისე საყვარლად იწვნენ ლოგინში, რომ შევუვარდით, გაგეცინებოდათ.
-წინააღმდეგობა გაგიწიათ?
-არა, რა წინააღმდეგობა ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ პროფესიონალები ვართ!
-მოკლედ, ჯილდოს სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურისათვის, მიიღებთ. აი, აქ დევს საბუთები, დანიშნული ხარ მინისტრის მოადგილედ, ვანო. სინამდვილეში, შენ იქნები მმართველი ამ სამინისტროში, უბრალოდ მოადგილე გერქმევა, რომ ნაკლებად ჩანდე, ხომ ხვდები?
- დიახ, რათქმაუნდა ბატონო პრეზიდენტო! მუდამ თქვენს სამსახურში ვარ!
- ჩემს არა, სახელმწიფოს სამსახურში ხარ ვანო, უბრალოდ უკვე იცი, რომ მე ვარ ამჟამად სახელმწიფო...
პრეზიდენტმა კმაყოფილებით დახედა თავის ლამაზად გაკეთებულ ფრჩხილებს, ერთი გულიანად გაიცინა, თუკი შეიძლებოდა სიცილი დაგვერქმია ამისათვის და ვანოს მიუბრუნდა:
-კარგი ვანო, კიდევ დამჭირდები.
-ყოველთვის მზად ვიქნები, ბატონო პრეზიდენტო!...
გაგრძელება იქნება...
პ.ს. როგორც მიხვდით, ეს არის კიდევ ერთი ნაწყვეტი ჩემი ახალი წიგნიდან, რომელიც ჯერ არ გამოცემულა და გამოიცემა მხოლოდ იმდენი ეგზემპლარი, რამდენსაც შეიძენთ თქვენ, პირადად. გადავწყვიტე, ევროპაში უკვე კარგად გავრცელებული მეთოდით, დავბეჭდო წიგნები პირადად თქვენთვის, ჩემი მკითხველებისთვის. თითოეულ წიგნს, გარეკანზე, ან გარეკანის შიდა ფურცელზე, დაეწერება თქვენი სახელი და გვარი, ანუ წიგნი დაიბეჭდება თქვენს სახელზე. მოკლედ, წიგნის გამოცემა არის დამოკიდებული თქვენზე, ამჟამად. რადგანაც, წიგნის ფასი დამოკიდებულია მის ტირაჟზე, ანუ გამოცემული წიგნების რაოდენობაზე, ამიტომ, 10 ლარი მაინც უნდა ჩარიცხოს მკითხველმა, წიგნის საფასურად, რომ მოხერხდეს დაბეჭდვა. ამჟამად, ვერ ვახერხებ ჩემი ხარჯებით გამოცემას და ამიტომ ვერ გჩუქნით მხოლოდ.
ნებისმიერი აპარატიდან: თიბისი ბანკი. პირადი N: 18 00 10 51 222. მიმღები ნინო სხილაძე. თუ მოითხოვა დაბადების თარიღი - 17.11.92.
დამატებითი კითხვებისთვის მომწერეთ, სამწუხაროდ მაქვს მხოლოდ ერთი თვე ამ ყველაფრისთვის და თუ ვერ მოვასწრებთ გამოცემას, კიდევ დიდი ხანი ვერ ეღირსება ამ წიგნს დაბეჭდვა. და იცოდეთ, რომ მხოლოდ ერთმა მკითხველმაც რომ ჩარიცხოს წიგნის საფასური, მაინც დავბეჭდავ იმ ერთ ცალ წიგნს პირადად მისთვის და თანხის დამატებაც რომ დასჭირდეს, დავამატებ. არანაირ ფინანსურ სარგებელს ამ წიგნიდან არ ველი ამჟამად, ალბათ ხვდებით. ვინც ჩარიცხავს, ანუ მოინდომებს ამ წიგნის ყიდვას, მომწეროს აუცილებლად. პატივისცემით, მარად თქვენი კოტე კირვალიძე... konstantine kirvalidze



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1240 | დაამატა: kirvalidzekote9 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...