8:14 PM
რუსთავი - ვარკეთილის ხაზის მძღოლებმა ყოველდღიური მოსაკრებლის გაზრდა გააპროტესტეს / rustavi - varketilis mdzgholebma koveldghiuri mosakrebeli
www.auf.ge -
რუსთავი - თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა რუსთავში საპროტესტო აქცია გამართა. მძღოლები ყოველდღიური მოსაკრებლის გაზრდას აპროტესტებდნენ.

"გვეზრდება გადასახადები, ყველას ოჯახები აქვს, ზოგს ბანკის ვალები აქვს. ეს ათი ლარი თვეში გამოდის 300 ლარი," - უთხრა ერთ-ერთმა მძღოლმა რუსთავი 2-ს.

"გაძვირებულია საწვავიც, [ავტოტრანსპორტის] ნაწილებიც ახლა ეს გაზრდილი ხარჯიც გვემატება და ვეღარ ვუძლებთ უკვე. გაუსაძლისი ხდება ეს ყველაფერი თითოეულ მძღოლს აწვება ეს გაჭირვება," - ამბობს კიდევ ერთი მძღოლი.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1529 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: aqcia protesti, RUSTAVi, samarshuto taqsi, რუსთავი, სამარშრუტო ტაქსი, ვარკეთილი, თბილისი, აქცია პროტესტი, Tbilisi, varketili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]