4:12 AM
ბავშვის ყოლა ქალებს ძილის ფასად უჯდებათ, მამაკაცებს კი - არა / bavshvis kola qalebs dzilis fasad ujjdebat, mamakacebs ki - ara
www.auf.ge -
ამერიკის ნევროლოგიის აკადემიისა და სამხრეთ ჯორჯიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამერიკაში გამოკითხვა ჩაატარეს. მათ 5895 ამერიკელს დაუსვეს კითხვა: რამდენი ხანი ეძინათ და რამდენად ხშირად გრძნობდნენ დაღლილობას ბოლო თვის განმავლობაში.

კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ხანგრძლივობის განმსაზღვრელი ფაქტორი ქალებისთვის ბავშვების რაოდენობაა. 45 წლის და უფრო ახალგაზრდა შვილიანი ქალების შემთხვევაში, თითო ბავშვზე თითქმის 50%-ით მცირდებოდა ექვსი ან მეტსაათიანი ძილის შანსი. ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხულთა მხოლოდ 48%-ს ეძინა ღამეში შვიდი საათი. თვის განმავლობაში, დედები ორი კვირის განმავლობაში გრძნობდნენ თავს დაღლილად. კაცების შემთხვევაში, განსხვავება შვილიან და უშვილო კაცებს შორის საგრძნობი არ იყო.

კვლევის თანახმად, ძილის ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის ოჯახში ბავშვებს არსებობასთან არ არის დაკავშირებული.

კვლევის შედეგებს გაკვირვება არ გამოუწვევია. ჰეტეროსექსუალური წყვილის შემთხვევაში უმეტესად ქალს ეკისრება ბავშვის აღზრდისა და დიასახლისის ფუნქცია.

ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. უძილობა ვნებს მეხსიერებას და ავადმყოფობის შანსებს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი კვლევის თანახმად, ქალებს უფრო მეტი ძილი ესაჭიროებათ, ვიდრე კაცებს.

წყარო: Huffington Post


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1638 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mshoblebi, მეცნიერება, შვილი, მეხსიერება, ძილი, ფსიქოლოგია, fsiqologia, dzili, მშობლები, ჯანმრთელობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]