გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » მაისი » 16 » საქართველოსა და ჩინეთის შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა / saqartvelosa da chinetis shoris tavisufali vachrobis shesakh
9:23 AM
საქართველოსა და ჩინეთის შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა / saqartvelosa da chinetis shoris tavisufali vachrobis shesakh






საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დღეს, 13 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ჩინეთის კომერციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, რაც თავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და უმუშევრობის შემცირების მაჩვენებელზე," - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს გაუხსნის, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ჩინეთში იმპორტირებული ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1003 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: vachroba, თავისუფალი, Tbilisi, chineti, თბილისი, saqartvelo, ჩინეთი, ვაჭრობა, საქართველო, tavisufali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...