9:20 PM Black Sea Arena-სთან Aerosmith-ის კონცერტზე მისული მსმენელისთვის ჭიშკარი გაიღო / bleq si arenastan aerosmotis koncertze misuli msmenelistvis | ||||||||||||
მსმენელები საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან არიან, რამდენიმე წუთის წინ მათთვის ჭიშკარი გაიღო და უსაფრთხოების პროცედურების გავლის შემდეგ, მსმენელი ტერიტორიაზე უკვე შედის. ადგილზე მობილიზებულია დაცვის პოლიცია. აეროსმიტის წევრები ბათუმის აეროპორტში გუშინ საღამოს ჩამოფრინდნენ. ეს მათი ბოლო მსოფლიო ტურნეა, სახელად Aero-Vederci Baby. როკ-ჯგუფმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას. აეროსმიტი ქართველი მსმენელისთვის ახალ სიმღერებთან ერთად, ძველ ჰიტებსაც შეასრულებს. კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. საქართველოში Aerosmith-ის კონცერტის გამართვა ბიუჯეტს 5,5 მილიონი ლარი დაუჯდა. მიმაგრება: სურათი 1
|
|