გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » მაისი » 20 » ამბიენტური მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება - თბილისის ცირკში SOU 2017 გაიხსნა / ambienturi musika da vizualuri khelovneba - tbilisis cirkshi
10:40 PM
ამბიენტური მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება - თბილისის ცირკში SOU 2017 გაიხსნა / ambienturi musika da vizualuri khelovneba - tbilisis cirkshi






15 მაისს თბილისის ცირკის შენობაში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი, SOU 2017 გაიხსნა. ფესტივალი ქართველმა მუსიკოსმა სანდრო ჩინჩალაძემ გახსნა. Tete Noise - ასე ჰქვია სანდრო ჩინჩალაძის პროექტს, რომლითაც ის საზოგადოებამ გაიცნო. მუსიკოსმა და პროდიუსერმა სანდრო ჩინჩალაძემ, რომელიც ამბიენტისა და დრონის გარშემო ექსპერიმენტირებს, ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარ სიმებიან კვარტეტთან ერთად დაუკრა.

ფესტივალის გახსნას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. თბილისის ცირკის შენობაში თავი მოიყარეს უცხოელმა სტუმრებმა, ქართველმა ხელოვანებმა და კლასიკური და ამბიენტური მუსიკის მსმენელებმა.

Tete Noise-მ მსმენელებისთვის მისი ბოლო ალბომის, Erase Me From the Clusters-ის იმპროვიზებული ვერსია შეასრულა. ბუნების ხმებისგან შემდგარი ექსპერიმენტულ მუსიკას გრიშა ლიხტენბერგერსის მიერ მომზადებული ვიზუალური გაფორმება ახლდა. ეფექტები, რომელიც სპეციალურად Tete Noise-ს მუსიკის მიხედვით შეიქმნა, მაყურებელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. კონცერტში ავსტრალელი მუსიკოსი სკოტ მაკკქულოქიც მონაწილეობდა.

ერთ საათიანი შოუ ორ აბსტრაქტულ ნაწილად იყო დაყოფილი. მართალია მუსიკა არ შეწყვეტილა და ყოველი ნოტი ჰარმონიულად ებმოდა ერთმანეთს, მაგრამ ჟანრობრივი ცვლილება სასიამოვნოდ შესამჩნევი იყო. Tete Noise-ს მიერ წარმოდგენილი თავბრუდამხვევი მუსიკის ფონზე, კონცერტის კულმინაციაში სიმებიანი კვარტეტიც ჩაერთო. The Stringers-მა მაყურებელი თანამედროვე კლასიკური შტრიხებით გაჯერებული მუსიკით მონუსხა და SOU 2017-ის პირველი კონცერტი ეფექტურად დაასრულა.

ფესტივალის პირველივე შოუმ მაყურებლებს დიდი სიამოვნება მიანიჭა. კონცერტის დასრულების შემდეგ მუსიკოსები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეამკეს. ჩვენთან საუბარში, ერთ-ერთმა მსმენელმა, გიორგი ფოფორაძემ, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მუსიკა და ვიზუალი ჰარმონიულად ეწყობოდა ერთმანეთს. მთელი წარმოდგენის განმავლობაში შთაბეჭდილებებით და ემოციებით ივსები და იწყებ ცურვას, მოგზაურობას შენს ფიქრებში. ტყუილად არ ჰქვია ფესტივალს "სხვა ზღვა". ეს არის ახალი სიტყვა კულტურაში და მიხარია, რომ ჩვენც, ქართველებსაც, შეგვაქვს წვლილი მის განვითარებაში." - ამბობს მსმენელი.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, SOU Festival 2017, 5 ივლისამდე ჩატარდება. კონცერტი გაიმართება დღესაც. 16 მაისს, რუსთავის თეატრში Alva Noto აუდიო ვიზუალურ პროექტს UNIQAV -ს წარადგენს. კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1113 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ოპერა, the stringers, tete noise, ფესტივალი, ცირკი, ხელოვნება, SOU 2017, Erase Me From the Clusters, მუსიკა, ელექტრონული მუსიკა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...