გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ივნისი » 1 » Tbilisi Newcomers-ის მეორე ეტაპზე გადასული მუსიკალური პროექტები ცნობილია
1:19 PM
Tbilisi Newcomers-ის მეორე ეტაპზე გადასული მუსიკალური პროექტები ცნობილია






Tbilisi Newcomers-ის შოუქეისზე, რომელიც ილიაუნის თეატრში 5 ივნისს გაიმართება, ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერები 18 მუსიკალურ პროექტს მოისმენენ ცოცხლად.

ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტში, Tbilisi Newcomers, რომელსაც წელს ალთერვიჟენ ჯგუფი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აკეთებს, მონაწილეობის სურვილი 38-მა მუსიკოსმა და ბენდმა გამოთქვა. ჩანაწერების მოსმენის შედეგად 18 პროექტი შეირჩა.

5 ივნისს, ილიაუნის თეატრში, ბენდების და მუსიკალური პროექტების ცოცხლად მოსმენის შემდეგ, ალთერ ვიჟენ ჯგუფის პროდიუსერები დაასახელებენ 10 პროექტს, რომელიც ფინალურ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

Tbilisi Newcomers 2017-ის ფინალური კონცერტი 10 ივნისს, ლისის ტბაზე, ილიაუნის დაბადების დღეზე გაიმართება. სწორედ ილიაუნის დაბადების დღის სცენაზე დასახელდება 2017 წლის საუკეთესო ნიუქამერები, რომლებიც ამიერკავკასიის ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალში დაუკრავენ ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიცაა: Archive, Anathema, Leningrad, Sevdaliza, Soft Eject, ნინო ქათამაძე & INSIGHT, OXIA, ALEX.DO, RIPPERTON და კიდევ 50-მდე ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსი.

TBILISI NEWCOMERS 2017-ის SHOWCASE-ზე გასული 18 პროექტი:

ფარღალალა
Evergreen
Dream is my reality
Lie For You
WiFi
Blue
Violence
NastyFox
Killages
Mind Process
Harry Rules
The Nali
Le Vancho
Unlimited
Infadus
Hippocrate
D.A.
Klapperbein

Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. პროექტი 2009 წლიდან მოყოლებული ტარდება, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში. Tbilisi Newcomers ქართული ალტერნატიული სცენის განვითარებას უწყობს ხელს. ცხრა წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი ათასამდე ქართულმა ბენდმა და მუსიკოსმა გამოთქვა.

Tbilisi Newcomers ყოველწლიურად ავლენს წლის საუკეთესო ნიუქამერ ბენდს, რომელიც Tbilisi Open Air-ზე უცხოელ და ქართველ არტისტებთან ერთად გამოვა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 864 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მუსიკალური ფესტივალი, მუსიკა, Tbilisi Open Air, music, altervision, musika, ალტერ ვიჟენ, musikaluri festivali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...