2:09 PM
ხაჭოს ვარენიკები - ნოყიერი და გემრიელი საუზმე პატარებისთვის / khachos varenikebi - nokieri da gemrieli sauzme patarebistvis
www.auf.ge -
შემადგენლობა:
ხაჭო - 450-500 გრ;
პურის ფქვილი - 80 გრამი;
კვერცხი - 2 ცალი;
შაქარი - 5 ს/კ;
კარაქი - 50 გრ;
მარილი - გემოვნებით.
არაჟანი - გემოვნებით;

მომზადების წესი:
ხაჭო მოათავსეთ მოზრდილ ჯამში. დაამატეთ კვერცხი, შაქარი და კარგად გადაზილეთ ერთმანეთში.
შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კვლავ საგულდაგულოდ აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

მაგიდის ზედაპირზე ან სამუშაო დაფაზე მოაყარეთ ფქვილი და ზედ კოვზის დახმარებით გადაიტანეთ მოზელილი ხაჭოს მასა. ფქვილი და ხაჭო ისე გადაურეთ ერთმანეთში, რომ მას ძეხვის ფორმა მისცეთ. მსუბუქად გააბრტყელეთ და ძეხვის ფორმის ცომი დაყავით რომბებად.

ქვაბში ჩაასხით წყალი, ქვაბი ბოლომდე არ აავსოთ. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ.
როგორც კი წყალი ადუღდება, დაამატეთ მარილი, მოურიეთ და ჩაყარეთ შიგ ცომის რომბები.
ხარშეთ სანამ ვარენიკები წყლის ზედაპირზე არ ამოტივტივდება.
დაახლოებით, 3 წუთის შემდეგ ამოიღეთ კარაქიან ღრმა თასზე, დაახურეთ თავზე და კარგად შეანჯღრიეთ.
სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.



შენიშვნა:
ვარენიკების მოსამზადებლად სასურველია, მშრალი ხაჭო შეარჩიოთ;
შეეცადეთ ქვაბში ბევრი ვარენიკი არ ჩაყაროთ, რადგან ერთმანეთს მიეკრობა.

გემრიელად მიირთვით!

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია


მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 1519 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, varenikebi, recepti, kulinaria, xacho, vareniki, ხაჭო, ვარენიკები, ვარენიკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]