გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ივნისი » 1 » რა საჭიროა სპინერი და რა უარყოფითი თვისება აქვს მას / ra sachiroa spineri da ra uarkofiti tviseba aqvs mas
2:25 PM
რა საჭიროა სპინერი და რა უარყოფითი თვისება აქვს მას / ra sachiroa spineri da ra uarkofiti tviseba aqvs mas






დღეს უამრავ მოზარდს ხელში უცნაური, პროპელერის მსგავსი ნივთი უჭირავს. სპინერი, ფიჯეტ სპინერი, ბზიალა - მარტივი კონსტრუქციით არის შექმნილი. დიდი და საშუალო თითით უნდა გეჭიროთ და ატრიალოთ.
არსებობს სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფასის სპინერი. ის შეიძლება ჰქონდეს პატარა ბავშვსაც და სოლიდურ ბიზნესმენსაც.

სათამაშო? ვის სჭირდება სპინერი
ის "გულის გადასაყოლებელია" მოუსვენარი, ნერვიული ადამიანებისთვის, რომლებსაც მოუსვენარი მოძრაობები აქვთ: ფრჩხილებს იჭამენ, თითებს მაგიდაზე აკაკუნებენ, ფეხის ქუსლს ან წვერს აბაკუნებენ იატაკზე და ა.შ.
სპინერი მათ ყურადღების გადატანაში
ეხმარება. მაგრამ ის ადამიანები, რომლსაც მსგავსი ჩვევები არ ახასიათებთ, ამბობენ, რომ სპინერი კონცენტრირებაში, აზრების მოკრებაში ეხმარებათ.
მისი შემქნელები ამბობენ, რომ სპინერი ფოკუსირებაში ეხმარება აუტისტ, დაუნის სინდრომის მქონე და ჰიპერაქტიულ ადამიანებს. თითქოს, მისი ვიბრაცია და ხმა თერაპიულ ეფექტს ახდენს.
სხვადასხვა ზომისა და ფორმის სპინერს ბრუნვის თავისებური მახასიათებელი აქვს. მაღალხარისხიანი სპინერი დიდხანს და სწრაფად უნდა ბზრიალებდეს. ძვირად ღირებული და ძვირფასი მოდელები 10 წუთსაც ტრიალებს.

საფრთხე სპინერისგან
1. სპინერით შესრულებულ ტრიუკებს დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. მბრუნავ სპინერს ბავშვები ხან თითებზე, ხან ლიყებზე, ხან ცხვირზე იდებენ. მარტივი ილეთისგან ადამიანს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თუ არასწორად შეასრულებს ილეთს ან უნებლიე მოძღაობას გააკეთებს, ტრავმა გარდაუვალია. თავდაპირველად ნელა უნდა გამოიყენოთ, მხოლოდ შემდეგ მოუმატოთ სიჩქარეს. სწრაფი და მკვეთრი მოძრაობა სიკეთეს არ მოგიტანთ, მხოლოდ აგრესიას და ზიანს.
2. როგორც ვახსენეთ, სპინერი "ტიკებიანი" ადამიანების "ნუგეშია", მაგრამ საყოლთაო მიბაძვით, ის თითქმის ყველა ბავშვს ხელში უჭირავს. ანუ მათაც, ვისაც ის სრულებით არ სჭირდება. ამ შემთხვევაში კი ის მავნე ჩვევის გაჩენის მიზეზი უფროა, ვიდრე მშველელი.

სპინერების ტიპი
სინგლი - ერთსაკისარიანი, მარტივი კონსტრუქცისაა, 5 დაახლოებით წუთს ბრუნავს.

ტრი-სპინერი - ყველაზე გავრცელებული მოდელია. სამყურას ჰგავს, რომელსაც ცენტრში საკისარი აქვს. კონსტრუქცია პროპელერს ან ნინძას ვარსკვლავს ჰგავს. ტრი-სპინერი როგორც წესი, აწყობილია პლასტიკის, მეტალისა ან ხისგან.

კვად-სპინერი - ოთხფრთიანი სპინერი მძიმეცაა და ზომითაც დიდია. ზომიერად ბრუნავს.

ეგზოტიკური - სხვა სპინერებისგან განსხვავებული, ასიმეტრიულია. ზოგიერთი შეიძლება იყოს მონეტის ზომის, ან გიგანტური, როგორც შუასაუკუნეების დასჯის იარაღი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1100 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სპინერები, სათამაშო, სპინერი, spinerebi, ეგზოტიკა, spineri, სინგლი, egzotika, satamasho, Singli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...