2:44 PM
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა ბირჟა მაფია-ს წევრი გიორგი ქებურიაც / sasamartlodan gatavisuflda birja mafia-s tscevri giorgi qeburiac
www.auf.ge -
სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული გიორგი ქებურია წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარის ოდენობით გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე (უძრავი ქონების გარანტიით) გაათავისუფლა „ბირჟა მაფიის“ წევრი მიშკა მგალობლიშვილიც. გადაწყვეტილება მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა, გამოაცხადა.

ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 9 ივნისს შეუფარდა.

პროცესის მეორე დღეს თბილისში რეპერების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რეპერების დაკავებას და არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.

აქციის მიმდინარეობისას რეპერების დაკავებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა მკაცრია და პარლამენტს აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდა.

11 ივნისს გლდანის ციხეში დაკავებული რეპერები პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკითხეს. დაკითხვის დასრულებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მოთხოვნას პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლაზე დაეთანხმება.

ასევე, პროკურატურამ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. განცხადების მიხედვით, გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1449 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მიხეილ მგალობლიშვილი, mixeil mgaloblishvili, birja mafia, young mic, giorgi keburia, giorgi qeburia, kay g, გიორგი ქებურია, ბირჟა მაფია, mikheil mgaloblishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]