10:32 PM გრეის ანატომიის მეთოთხმეტე სეზონში ექიმი ტედი დაბრუნდება / greis anatomiis metotkhmete sezonshi eqimi tedi dabrundeba | ||||||||||||
მერვე სეზონში გამქრალი ექიმი ტედი, რომლის როლსაც კიმ რაივერი ასრულებს, მეთოთხმეტე სეზონში დაბრუნდება. როგორც სერიალის პროდიუსერმა მარკ გორდონმა თქვა, ტედის დაბრუნება შოუში შემოქმედებითი ჯგუფისთვისაც სასიხარულოა. "შონდასთან ერთად დიდი ხანია ვმსჯელობთ იმაზე, თუ რომელი მსახიობი შეიძლება დაბრუნებულიყო შოუში. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, საბოლოოდ კი არჩევანი კიმზე შეჩერდა, რადგან ის ახლა ერთადერთია, რომელიც სერიალს სჭირდება", ამბობს გორდონი. გრეის ანატომია ABC-იზე 2004 წლიდან გადის და სამედიცინო ჟანრის სერიალების კლასიკად ითვლება. მიმაგრება: სურათი 1
|
|