გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ივნისი » 22 » 16 არასამთავრობო: კონსტიტუციის პროექტში უსაფრთხოების საკითხები ბუნდოვანი და პრობლემურია / 16 arasamtavrobo: konstituciis proeqtshi usafrtkho
3:08 PM
16 არასამთავრობო: კონსტიტუციის პროექტში უსაფრთხოების საკითხები ბუნდოვანი და პრობლემურია / 16 arasamtavrobo: konstituciis proeqtshi usafrtkho






16 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დაგეგმვა-მართვის პრინციპები და უფლებამოსილებები მშვიდობიანობის, კრიზისისა და ომიანობის დროს, ბუნდოვანი და პრობლემურია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება დღეს, 22 ივნისს გაავრცელეს.

"კონსტიტუციის პროექტი, მასში არსებული კონკრეტული სერიოზული ხარვეზების გამო, ვერ ქმნის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, აღსრულების, კოორდინაციისა და პოლიტიკის განხორციელებაზე ზედამხედველობის, ასევე კრიზისული ვითარებების მართვის ეფექტურ ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს. დოკუმენტში არაა მკაფიოდ ასახული შეიარაღებულ ძალებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე და სპეცსამსახურებზე სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის ძირითადი პრინციპები," - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე კონსტიტუციის პროექტის ზოგიერთი მუხლი დემოკრატიული სტანდარტებს შეუსაბამო და ბუნდოვანია და ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები ჩანს სამხედრო და შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით.

"აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტიტუტის კონსტიტუციიდან ამოღებით ფაქტიურად უქმდება ეროვნულ დონეზე უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხების სათანადო განხილვისა და კოორდინაციის უზრუნველმყოფი ორგანო. ეს, გარდა იმისა რომ გამორიცხავს ეროვნულ დონეზე ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კოორდინირებულ, ეფექტურ მართვას, წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შესაბამისი ინსტიტუტების თანამონაწილეობის და მაშასადამე ადეკვატური დემოკრატიული კონტროლის პრინციპის უგულებელყოფას," - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

მათი მოსაზრებით, სამართალდამცავი ორგანოებსა და სპეცსამსახურებზე ეფექტური დემოკრატიული კონტროლის უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული პრიორიტეტი უნდა იყოს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
მედიის განვითარების ფონდი;
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი;
ხმა საქართველოდან;
საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
კავშირი საფარი;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი;
საზოგადოება და ბანკები;
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი;

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 123 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საქართვე, saqartvelo, თავდაცვა, არასამთავრობო ორგანიზაციები, tavdacva, sakonstitucio cvlilebebi, arasamtavrobo organizaciebi, საკონსტიტუციო ცვლილებები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: