3:17 PM ტეხასში შშმ პირებისათვის განკუთვნილი პირველი აკვაპარკი გაიხსნა / tekhasshi shshm pirebisatvis gankutvnili pirveli akvaparki gaikhsna | ||||||||||||
სამწუხაროდ ამ პარკების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის გათვლილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუმრების სრულფასოვან დასვენებას უზრუნველყოფდა. Morgan’s Wonderland კი პირველი აკვაპარკია, რომლის ხელმძღვანელობამაც თითოეული ბავშვის გაბედნიერება დაისახა მიზნად და პირველი ინკლუზიური პარკის ტიტულიც მოიპოვა. დიახ, შშმ პირებისათვის განკუთვნილი პირველი აკვაპარკი ტეხასში უკვე გაიხსნა და აქ მშობლები, ექიმები და პარკის თანამშრომლები, სრულიად უსასყიდლოდ, ერთად ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მათგანის მიზანია, ბავშვებმა დაუვიწყარი და განუმეორებელი შთაბეჭდილებები მიიღონ და დაისვენონ. იმედი ვიქონიოთ, რომ სულ მალე ასეთი პარკი საქართველოშიც გაიხსნება და ადაპტირებულ გარემოში ყველა შეძლებს ზაფხულის ცხელ დღეებში, გაგრილებასა და დაუვიწყარ გართობას. დანარჩენი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ
მიმაგრება: სურათი 1
|
|