1:10 PM აგვისტოში Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება / agvistoshi bleq si arenaze irakli charkvianis saghamo gaimarteba | ||||||||||||
ხელშეკრულების მიხედვით, რეპერტუარში შევა ირაკლი ჩარკვიანის 19 სიმღერა. ამ სიმღერებს შორისაა: "ისტორიას", "ორღანი 78", "ნაიარევს", "ზღვას გავხარ", Silent Swim და "მოდი აქ". მუსიკალური ნომრების მსვლელობისას დაგეგმილია, რომ სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გავიდეს ამ საღამოსთვის დამზადებული ვიდეოინსტალაციები და ირაკლი ჩარკვიანის ფოტოკოლაჟი. ღონისძიებაზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, შვიდ სიმღერას ახლებური, გაორკესტრებულ ვერსიას შეასრულებენ ნინა სუბლატი, მარიკო ლეჟავა, გვანცა ჯაფარიძე, ნუკა გვალია, ლევან მასპინძელაშვილი, ოთო ნემსაძე და სტეფანე მღებრიშვილი. დარჩენილ 12 სიმღერას კი თავიანთი არანჟირებით შეასრულებენ ბენდები: Loudspeaker, Soft Eject, რობი კუხიანიძე, ერეკლე დეისაძე & VINDA FOLIO და Green Room. მიმაგრება: სურათი 1
|
|