გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ივლისი » 10 » თუფაქი მადონასთვის გაგზავნილ წერილში აღიარებს, რომ მას კანის ფერის გამო დაშორდა / tufaqi madonastvis gagzavnil tscerilshi aghiarebs, rom mas
1:18 PM
თუფაქი მადონასთვის გაგზავნილ წერილში აღიარებს, რომ მას კანის ფერის გამო დაშორდა / tufaqi madonastvis gagzavnil tscerilshi aghiarebs, rom mas






თუფაქისა და მადონას ურთიერთერთობა იმაზე გაცილებით ღრმა და საიდუმლოებით მოცული ყოფილა, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

ჯერ კიდევ 2015 წელს მადონამ ერთ-ერთ ინტერვიუში მისი და თუფაქის რომანზე ისაუბრა, რომელიც რეპერის მკვლელობამდე სამი წლით ადრე ჰქონდათ.

"ერთხელ დეივიდ ლეტერმანის შოუში მასზე [თუფაქზე] გაბრაზებული მივედი და ბევრი უხამსი სიტყვით შევამკე, თუმცა დანარჩენი დრო რაც ერთად გავატარეთ არაჩვეულებრივი იყო", იხსენებს მადონა ჰოვარდ სტერნთან საუბრისას.

"უცნაურ განწყობაზე ვიყავი იმ დღეს. გასაკვირი არც იყო, მაგ პერიოდში თუფაქ შაკურს ვხვდებოდი და როდესაც შოუში მივედი, თავი ნამდვილი განგსტერი მეგონა", ამატებს საუბრის დროს პოპ სიმბოლო.

მოგვიანებით მათი ურთიერთობის დეტალებზე საჯარო ლაპარაკს იწყებს თუფაქის ძმა, მოპრიმ შაკური, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მადონასა და თავისი ძმის რომანტიკული ურთიერთობის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

"მადონამ ჩემი ძმისთვის გადასაცემად წერილი მომცა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა", ამბობდა თუფაქის ძმა.

რამდენიმე დღის წინ TMZ-იმ 1995 წლის 15 იანვარს თუფაქის მიერ მადონასთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ივლისის ბოლოს აუქციონზე გაიყიდება და მისი საწყისი ფასი $100 ათასი დოლარი იქნება.

როგორც წერილიდან ირკვევა, თუფაქმა მადონასთან დაშორების გადაწყვეტილება მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ პოპ დივა თეთრკანიანია.

წერილში თუფაქი მადონას ადამიანურ ბუნებასა და მის დადებით თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ იმის გამო რომ თეთრკანიან გოგოს ხვდება, შიშობს რომ თაყვანისმცემლებს დაკარგავს.

"რომანი ფერადკანიან რეპერთან შენი კარიერისთვის მომგებიანია, განსხვავებით ჩემგან, რადგან თეთრკანიანი შეყვარებულის გამო, შესაძლოა თაყვანისმცემლებმა ზურგი შემაქციონ, მე კი ამის ძალიან მეშინია. იმედია, შეძლებ გამიგო", წერს თუფაქი წერილში.

ამავე წერილში თუფაქი მადონასთან დაშორების მეორე მიზეზსაც ასახელებს:

"ძალიან რთულია გამოუცდელი ბიჭისთვის, იყოს მსოფლიოს სექს-სიმბოლოსთან და ყველაზე სექსუალურ ქალთან ერთად", წერდა რეპერი.

წერილის ბოლოს კი ბოდიშს უხდის და პატიებას სთხოვს.

"იმედია მაპატიებ, არასდროს მდომებია შენთვის გული მეტკინა. ძალიან მინდა მეგობრები ვიყოთ. შენთან შეხვედრაზე უკეთესი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა", სთხოვდა თუფაქი მადონას.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუფაქი მადონას მიმართ დიდ მზრუნველობასაც იჩენს და ეუბნება, რომ სამყარო სავსეა შურიანი ადამიანებით, ამიტომ მათგან თავი შორს დაიჭიროს.

"გთხოვ, თავს გაუფრთხილდი. ყველა ისეთი კეთილგანწყობილი არ არის შენ მიმართ როგორც ეს ჩანს, სამყარო სავსეა ისეთი ადამიანებით, რომელთა გულიც შურითა და ბოროტებით არის აღვსილი. ისინი არც კი დაყოვნდებიან ისე გატკენენ გულს", ვკითხულობთ წერილში.

სულ ბოლოს კი პოსტსკრიპტუმად პატარა მესიჯსაც უტოვებს:

"არ ვიცი როგორ იგრძნობ თავს ჩემთან მოსვლის შემთხვევაში, მაგრამ იცოდე, რომ თუ ამას გადაწყვეტ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან არაფერი მსურს იმაზე მეტად ვიდრე შენთან პირისპირ საუბარი. სასაცილოა, მაგრამ შენთან ურთიერთობის გამოცდილებამ მასწავლა, რომ დრო ფუჭად არ უნდა ვკარგო".

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 224 | დაამატა: aufge | ტეგები: madona, თუფაქ შაკური, მადონა, ჰოლივუდი, Tupac Amaru Shakur, zvio madona, holivudi, შოუ-ბიზნესი, Madonna, shou-biznesi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით