1:25 PM შსს-მ ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო / shss-m fotis savachro centrshi gachenil khandzartan dakavshire | ||||||||||||
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში, 06:52 საათზე იმყოფებოდნენ. შსს-ს ცნობით, ხანძრის სწრაფი ლიკვიდაციის მიზნით, მოხდა დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ზუგდიდიდან, სენაკიდან, ხობიდან და ფოთის პორტიდან. "ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება 08:29 საათზე შეძლეს, ხოლო ლიკვიდაცია – 09:00 საათზე დაფიქსირდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიმაგრება: სურათი 1
|
|