8:02 PM
54 წლის დემი მური ახალ ფილმში ამტკიცებს, რომ წლები მას ვერაფერს აკლებს / 54 tsclis demi muri akhal filmshi amtkicebs, rom tsclebi mas verafe
www.auf.ge -
14 ივლისს, პროვინსთაუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მაიკლ მეილერის ახალი ფილმის Blind-ის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლებს დემი მური, ალეკ ბოლდუინი და დილან მაკდერმოტი ასრულებენ.

ფილმის სიუჟტი მწერალ ბილ ოკლენდის გარშემო ვითარდება, რომელიც ავტოკატასტროფაში მეუღლეს და მხედველობას კარგავს. რამოდენიმე წლის შემდეგ კი კვლავ იბრუნებს ცხოვრებისადმი ინტერესს, ამის მიზეზი კი სიუზენ დაჩმენია (დემი მური), რომლის ბიზნესმენი მეუღლეც დააპატიმრეს.

ფილმმა კრიტიკოსებისგან დაბალი შეფასება მიიღო, სამაგიეროდ პრესა წერდა, რომ 54 წლის დემი მური კვლავ საუკეთესო ფორმაშია და ისევ ისეთია, როგორც 1996 წელს, ფილმში Stripteas.

სტრიპტიზის მოცეკვავის როლისთვის მურმა ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის ნომინაციაში ოქროს ჟოლო დაიმსახურა, ტაბლოიდები წერენ, რომ Blind-ის შემთხვევაშიც დიდი შანსია, რომ ეს განმეორდეს.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1265 | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: demi muri, alek bolduini, ჰოლივუდი, holivudi, oqros jholo, kino, ალეკ ბოლდუინი, დემი მური, ოქროს ჟოლო, კინო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]