გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » აგვისტო » 22 » კულინარიული ექსპედიცია ქართული სამზარეულოს ახლებურად აღმოჩენაში დაგეხმარებათ / kulinariuli eqspedicia qartuli samzareulos akhleburad aghmoch
8:17 AM
კულინარიული ექსპედიცია ქართული სამზარეულოს ახლებურად აღმოჩენაში დაგეხმარებათ / kulinariuli eqspedicia qartuli samzareulos akhleburad aghmoch






ქართულ სამზარეულოს ქართველების ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. თითოეული ჩვენგანი კარგად იცნობს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელ კერძებს და მათ დიდი ინტენსივობითაც გეახლებით. უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს პირველ რიგში ქართული სამზარეულოს შედევრებით ვაჯილდოვებთ ხოლმე და მათი აღფრთოვანებული სახეების დანახვისას, სიამაყით ვივსებით.

მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ქართულ სამზარეულოს არც თუ ისე კარგად ვიცნობთ. ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი კომპანია კულინარიულ ექსპედიციას გაიცნობთ. ქართველების მიერ დაფუძნებული კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ტრადიციული სამზარეულოს სიღრმეებში ჩაიხედა და გასტროტურიზმის განვითარება დაიწყო.

კულინარიული ექსპედიცია ქართული სამზარეულოს მივიწყებული კერძების გაცოცხლებაზე ზრუნავს და ამის პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ტურისტებისთვის სპეციალურ ტურებს მართავს.

ქეთი კვიჭიძე დიდი ხანია სარესტორნო ბიზნესში მოღვაწეობს და ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. კულინარიული ექსპედიციის იდეა სწორედ მას გაუჩნდა რამდენიმე წლის წინ. მისი აზრით, ქართულ სამზარეულოს მსოფლიო ბაზარზე თავის წარმოსაჩენად დიდი პოტენციალი აქვს და გასტროტურიზმი, შესაძლოა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ნიშაც კი გახდეს. იდეის განსახორციელებლად ქეთი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობდა, თუმცა უშედეგოდ.

ამის მიუხედავად, იდეის ავტორს ხელი არ ჩაუქნევია და ამ კუთხით მუშაობა განაგრძო. ძიების პროცესში, ქეთი კვიჭიძემ იდეა უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ბესო ჩიხრაძეს გააცნო და მისი დაინტერესება შეძლო. ამის შემდეგ დაიწყო ბიზნეს კონცეფციის ჩამოყალიბება.

იდეის ავტორების აზრით, პირველ ეტაპზე, საჭირო იყო ქართული სამზარეულოს შესახებ კვლევის ჩატარება. ამ პროცესში, დაგეგმილი იყო ძველი, მივიწყებული რეცეპტების ხელახლა აღმოჩენა, მათი გათანამედროვება და ამ თემაზე წიგნის გაკეთება.

რას მოიცავს კულინარიული ექსპედიცია?
კომპანია კულინარიული ექსპედიცია უკვე სრულყოფილად ოპერირებს ბაზარზე და მათ შემუშავებული და მოქმედი ბიზნეს კონცეფცია აქვთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიის მიზანია აღმოაჩინოს ძველი, მივიწყებული ქართული კერძები და ახლებური სახით წარუდგინოს საზოგადოებას. ამასთან, კომპანია მუშაობს ქართული კერძების შესახებ წიგნზე, რომელიც მალე დასრულდება. წიგნი, რომლის ანალოგიც ჯერ კიდევ არ არსებობს, სამ ენაზე იქნება წარმოდგენილი და მასში შევა როგორც ძველი, ისე ახალი კერძების რეცეპტები და ისტორია.

კულინარიული ექსპედიცია, სხვა საქმიანობებთან ერთად, ტურისტებისთვის სპეციალურად მომზადებულ ტურებსაც აწყობს. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მწერალ გურამ მეგრელიშვილს შეაქვს, რომელიც მოგზაურობებს აღწერს. მას, მწერლობის გარდა, უდიდესი გამოცდილება აქვს ტურისტულ ბიზნესში. გუნდის კიდევ ერთი წევრია ფოტოგრაფი სალომე გრიგოლაშვილი, რომელიც მოგზაურობის კადრებს იღებს.

ტურის მომზადების პროცესში ორგანიზატორები სხვადასხვა რეგიონებში ეძებენ ოჯახებს, რომლებიც სტუმრებთან ერთად რეგიონისთვის დამახასიათებელ ძველ და თანამედროვე კერძებს ამზადებენ.

ტურის მომსახურება მოიცავს კომფორტულ ტრანსპორტს, რეგიონის ღირსშესანიშნაობების მონახულებას, ოჯახის მასპინძლებთან ერთად კერძების მომზადებასა და გასინჯვას, მასტეკლასებს, თონეში პურის გამოცხობას, ხინკლის მოხვევასა, კეცზე დაკვრას და ა.შ. ამავე სერვისში შედის ვენახების მონახულება, ბოსტნების დათვალიერება და სხვ.

"ტურისტებს ვთვაზობთ იმ მივიწყებულ კერძების გასინჯვას, რაც იკარგება და ოჯახები აღარ ამზადებენ. ასევე ჩვენ ვთავაზობთ 100%-ით ნატურალ პროდუქტს 100%-ით ნატურალური დამზადების წესით, რაც აღმოჩენაა ქართული საზოგადოებისთვისაც. მაგალითად: კეცებზე უცხიმოდ მომზადებული კერძები, ფხალეული, რძის პროდუქტები, ხორცის სხვადასხვა კერძები და ა.შ. მთავარი მიზანი ქართული სამზარეულოს ჯანსაღი კუთხით წარმოჩენაა, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს და იკარგება", ამბობს ქეთი კვიჭიძე.

ბოლო პერიოდში გასტროტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებულად გაიზარდა უცხოელი ტურისტების დაინტერესებაც. სექტემბერში გერმანელი, რუსი და სლოვაკი ტურისტებისთვის სპეციალური მოგზაურობაც კი არის დაგეგმილი. კულინარიული ექსპედიციის მიერ დაგეგმილი ტურების შესახებ ინფორმაციის მოპოვება მათ ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ.

კულინარიული ექსპედიციისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული კომპანიის შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

ქეთი კვიჭიძე დამწყებ ბიზნესმენებს გირჩევთ, რომ არასოდეს დაიზაროთ შრომა. მისი აზრით, მთავარი შრომაა, განსაკუთრებით კი თანამედროვე ეპოქაში, როცა იდეისთვის ხორცის შესხმა განსაკუთრებით მარტივია.

შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 114 | დაამატა: nikucha | ტეგები: კულინარია, მოგზაურობა, mogzauroba, biznesi, kulinaria, სტარტაფები, სტარტაპი, ბიზნესი, სტარტაპები, სტარტაპ საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით