გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » აგვისტო » 22 » უნდა გარეცხოთ თუ არა ქათამი მომზადებამდე? / unda gavreckhot tu ara qatami momzadebamde?
8:34 AM
უნდა გარეცხოთ თუ არა ქათამი მომზადებამდე? / unda gavreckhot tu ara qatami momzadebamde?






თქვენ ალბათ ხშირად შეგიძენიათ სხვადასხვა სუპერმარკეტში ლამაზად შეფუთული უმი ქათმის ხორცი. დაფიქრებულხართ ოდესმე, მომზადებამდე სჭირდება თუ არა მას გარეცხვა? Buzzfeed-ის ჟურნალისტმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი იმის გასარკვევად, რეცხავენ თუ არა ადამიანები უმი ქათმის ხორცს.

ჟურნალისტი ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც Buzzfeed-ის ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელშიც მზარეული კერძის მოსამზადებლად უმ ხორცს იყენებს, მომხმარებლებმა უარყოფითი კომენტარები დაწერეს. საქმე ისაა, რომ ვიდეოში მზარეულს უმი ქათმის ხორცი არ გაურეცხავს და ისე დაიწყო მომზადება, რითაც აუდიტორიის ნაწილი აღშფოთებულ კომენტარებს წერდა.

ამის შემდეგ, Buzzfeed-ის ჟურნალისტმა საიტის მომხმარებლებს კითხვა დაუსვა: "რეცხავთ თუ არა უმი ქათმის ხორცს მომზადებამდე?" - გამოკითხვაში მონაწილეობა 283 ათასმა ადამიანმა მიიღო. პასუხები ორად გაიყო. 64-მა პროცენტმა თქვა, რომ არ რეცხავს, ხოლო 36-მა პროცენტმა საპირისპირო აზრი დააფიქსირა.

როგორც ჩანს, თავად ჟურნალისტი იმ სამოცდაოთხი პროცენტის ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც უმი ქათმის ხორცს მოხმარებამდე არ რეცხავს. სწორედ ამიტომ, დანარჩენი ოცდათექვსმეტი პროცენტის პასუხმა მისი გაოცება გამოიწვია. მან გადაწყვიტა, რომ აზრი პროფესიონალებისთვის ეკითხა და სამი სფეროს წარმომადგენლებს მიმართა.

USDA-ის წარმომადგენლის პოზიცია

ერთ-ერთი მათგანი ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო. მან განაცხადა, რომ კერძების მომზადებისას უმი ქათმის ან ნებისმიერი სხვა ხორცის გარეცხვა არ არის რეკომენდებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ შესაძლოა ის ბაქტერიები რომელსაც უმი ქათმის ხორცი შეიცავს, სხვა პროდუქტებზე გადავიდეს. მეორეც, გარეცხვისას ქათმის ხორცს ყველა ბაქტერია მაინც არ შორდება და მისი გარეცხვა უაზრობაა. მისი თქმით, ბაქტერიების მოსაცილებლად მისი უბრალოდ მომზადებაც საკმარისია, რადგან მომზადების პროცესში ყველა საზიანო ბაქტერია კვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტისთვის ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო, მან მაინც გადაწყვიტა სხვა წყაროებთან გადამოწმება. შემდეგი რესპონდენტი მიკრობიოლოგიის ექსპერტისა და ჯანმრთელობის საკითხების პროფესორი, კელი რეინოლდსი იყო.

მიკრობიოლოგის პოზიცია

პროფესორმა განაცხადა, რომ უმი ხორცის გარეცხვა სულაც არ ნიშნავს პათოგენებისგან მის გაწმენდას. მისი თქმით, პათოგენები ისეთი მიკრობებია, რომლებიც ძალიან ღრმად არის გამჯდარი და ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვისაც საშიშია (თუმცა ყველა არა). პროფესორი დაეთანხმა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მოსაზრებას და დაამატა, რომ უმი ხორცის გარეცხვას შესაძლოა უარესი შედეგი მოყვეს. მისი თქმით, მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეამოწმეს სხვადასხვა მაღაზიაში ნაყიდი ქათმის ხორცის შეფუთვა და აღმოაჩინეს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სუფთა და უსაფრთხოა, ამიტომ გარეცხვას არ საჭიროებს.

რა მოხდება თუ ცხელ წყალში გავრეცხავთ?

პროფესორის თქმით, არაფერი შეიცვლება. მნიშვნელობა არ აქვს უმ ხორცს ცხელ წყალში გარეცხავ თუ ცივში. ერთადერთი გზა, რომ ხორცი ბაქტერიებისგან გაწმინდოთ, მისი მოხარშვაა.

ჟურნალისტს კიდევ ერთი ინფორმაციის გადამოწმება სურდა. არსებობს მოსაზრება, რომ მარილისა და ძმრის მარინადში ხორცის გაწმენდა უფრო ეფექტურია. სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა Buzzfeed-ის ჟურნალისტმა.

„მართალია, მარილიცა და ძმარიც კარგი ინგრედიენტებია ხორცისთვის, მაგრამ ისინი უმ ხორცს ბაქტერიებისგან ვერ გაწმინდავენ. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ძმარი შეამცირებს მიკრობების რაოდენობას ისე, რომ რისკი თავიდან აიცილოთ. მას ეს არ შეუძლია", უპასუხა პროფესორმა.

...და მაინც, აქვს რაიმე აზრი უმი ხორცის გარეცხვას?

აღმოჩნდა, რომ თავად პროფესორი მაინც რეცხავს უმ ხორცს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ეს მავნე პრაქტიკაა, რომელსაც ყველა აუცილებლად უნდა გადავეჩვიოთ.

ფრანგი მზარეულის პოზიცია

საბოლოო ჯამში, ცნობისმოყვარეობის სრულად დასაკმაყოფილებლად, ჟურნალისტმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგული ხორცის რესტორნის შეფ მზარეულს მიმართა კითხვით. აღმოჩნდა, რომ არც მზარეული რეცხავს უმ ხორცს და არც თქვენ გირჩევთ ამის გაკეთებას.

„საფრანგეთში არასოდეს ვრეცხავთ უმ ხორცს, რადგან გვჯერა, რომ წყალი მას გემოს უცვლის და არომატს აფუჭებს. თუ ბაქტერიებზე ვისაუბრებთ, ყველა ბაქტერია მოხარშვის დროს კვდება და პროდუქტიც უსაფრთხო ხდება“ - ამბობს მზარეული.

თუ თქვენ მაინც არ გჯერათ, რომ უმი ხორცი არ უნდა გარეცხოთ და ექსპერტული მოსაზრებები არაფრად მიგაჩნიათ, იქნებ შეკვრაზე გაკეთებულმა წარწერამ მაინც შეგაცვლევინოთ აზრი?

როგორია თქვენი პოზიცია ამ თემაზე? რეცხავთ ხორცს მომზადებამდე? აპირებთ ასე გააგრძელოთ თუ ამ ინფორმაციის შემდეგ ჩვევას შეცვლით?

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1058 | დაამატა: nikucha | ტეგები: კულინარია, qatami, mzareulebi, ქათამი, qatmis xorci, kulinaria, ქათმის ხორცი, frangi mzareuli, ფრანგი მზარეული, qatmis khorci | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...