8:41 AM როგორი იქნება სექსი კოსმოსში? / rogori iqneba seqsi kosmosshi? | ||||||||||||
იგეგმება მთვარეზე დაბრუნება, მარსის კოლონიზაცია, ასტეროიდების გაბურღვა და მრავალი სხვა. ასტრონავტებისთვის კი, ჯანმრთელობის მრავალი საკითხი არსებობს, როგორიცაა მზის რადიაციისგან მუდმივი დასხივება. კოსმოსზე ორიენტირებული გონებისთვის, ერთი ასპექტი, რასაც მუდამ აიგნორებენ, სექსია. თუმცა ის ადამიანის არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიძლება თუ არა, რომ კოსმოსში სექსი გქონდეს? და თუ ასეა, როგორი იქნება? არის იმის ალბათობაც, მცირე, მაგრამ მაინც, რომ ეს უკვე მოხდა. პირველი შერეული სქესის მისია 1982 იყო. ნასას სექსის შესახებ არც მაშინ და არც მას შემდეგ განუცხადებია რამე. ნასა ქორწინებას ან რაიმე სახის ურთიერთობას არ მიესალმება და ასტრონავტებისგან ქცევის მკაცრი კოდექსის დაცვას მოითხოვს. მოდი, ვაღიაროთ, უკანასკნელი რამ, რაც მისიის დროს მოგინდებათ, წყვილის ჩხუბის ყურებაა, რომელიც ამ მისიას შლის. ყოფილი ასტრონავტი ლეროი ჩიაო 1994-2005 წლებს ოთხ მისიაში იღებდა მონაწილეობას. 2009 წლის ბლოგპოსტში, მან სერიოზულად ეჭვქვეშ დააყენა ის, რომ ვიღაცებმა წარმატებით სცადეს სექსი კოსმოსში. გარდა იმისა, რომ ასტრონავტები ყოველთვის პროფესიონალები უნდა იყვნენ, მათ ძალიან მკაცრი სამუშაო განრიგი აქვთ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ზოგადად, იქ სექსი აკრძალულია: „კაცები მაინც კაცები არიან. თუ კაცს სექსი ექნებოდა კოსმოსში, ის ვერ გაძლებდა მის შესახებ ტრაბახის გარეშე. ჩვენ ყველას გვეცოდინებოდა ის. ან, ასე ვიტყოდი, ყველას გვეცოდინება, როდესაც ის მოხდება". ასტრონავტი ლეროი ჩიაო 2004-ში ნასას არც ერთი სექსუალური ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია, თუ არ ჩავთვლით ჭორებს აშშ-რუსეთის საიდუმლო სექს-ექსპერიმენტის შესახებ. 2006 წლის კონფერენციაზე, ნასას ფიზიოლოგმა ჯიმ ლოგანმა აღიარა, რომ სექსისა და სიცოცხლის სხვა ბიოლოგიური ასპექტების შესწავლა კოსმოსში ჩვენი სამომავლო გეგმების პრერეკვიზიტია, რომლებიც სხვა მზის სისტემებში გადასახლებას ეხება. თეორიულად თუ მივყვებით, კოსმოსში წარმატებული სექსის წინ მრავალი პრობლემა დგას. მაგალითად, მიკროგრავიტაციულმა გარემომ შესაძლოა გულისრევა გამოიწვიოს. შემდეგია კოსმოსური ანემია, რომელმაც შესაძლოა გადაგღალოს. ნულოვან გრავიტაციაში, გული ნაკლებად ცემს, რის გამოც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა მცირდება - ეს კი კოსმოსური ანემიის წინაპირობაა. ასე რომ, მარტივი არ არის. ორივე ძალიან ადვილად დაიღლებით. კოსმოსში სისხლიც განსხვავებულად მიედინება. მიწაზე ის უმეტესად სხეულის ქვედა ნახევარში გროვდება. კოსმოსში კი, ის ზემოთ მიიწევს. სხვა პრობლემა ის არის, რომ წნევის ცვლილებებს შეუძლია ზურგის ტვინზე გავლენის მოხდენა, რაც შემდგომ მხედველობის პრობლემებს გამოიწვევს. თუ გგონიათ, რომ თქვენი პარტნიორი კოსმოსის უწონადობაში თქვენკენ ანგელოზივით გამოცურავს, ხელმეორედ დაფიქრდით. გირჩევნიათ, ღვედით დაებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორი გაგიფრინდებათ. საშინლად იწვალებთ ერთად ყოფნისთვის. ამისათვის კი სპეციალური ღვედები იქნება საჭირო. სოციალური მხრიდან თუ მივუდგებით, კოსმოსურ სადგურზე კონფიდენციალობა მთლად კარგად დაცული არ არის. და პანელებსა და საძილე ტომრებში, რომლებსაც დღეს იყენებენ, ორი ადამიანი არ ეტევა. გარდა ამისა, წარმატების შემთხვევაში, ცხადია, გაოფლიანდებით. კოსმოსში ჰაერი ისე კარგად არ მოძრაობს, როგორც დედამიწაზე. თქვენი სხეულის სითბო თქვენვე გეკვრებათ. წარმოიდგინეთ, რომ ჩამოვარდნისა და აორთქლების ნაცვლად, კოსმოსში თქვენი ოფლი, დიდი ალბათობით, სხეულზე მოგეკრობათ. რაც უფრო მეტს წარმოქმნით, მით უფრო მეტს მოაგროვებთ სხეულზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენს კანზე ოფლის ტბორები მოგროვდება და მისი წვეთები ოთახში იფრენენ. მაგრამ ყველაზე საშინელ ნაწილზე ჯერ არ გადავსულვართ. სისხლის მოძრაობა მნიშვნელოვანია ერექციისთვის. რადგანაც სისხლის მიმოქცევა კოსმოსში ძალიან განსხვავებულია, ზოგიერთი მეცნიერი ეჭვის თვალით უყურებს მიკროგრავიტაციულ გარემოში ერექციის წარმოქმნას. ყველა თანხმდება, რომ უმეტესი მამაკაცისთვის, ეს ურთულესი იქნება. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ვიაგრა. თუმცა, დოზირების გამოთვლა აუცილებელია. პრობლემა მხოლოდ კაცებს არ შეექმნებათ. წარმატებული აქტისთვის ქალების ლუბრიკაციაც უმთავრესია. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ თანაბრად განაწილდეს ვაგინის გარშემო, მიკროგრავიტაციაში ის ერთ ადგილას გროვდება, რაც პენეტრაციას მტკივნეულს ხდის. საბედნიეროდ, სამომავლოდ ისეთი კოსმოსური სადგურები მზადდება, რომლებიც იბრუნებენ, ასე რომ, მათ შეუძლიათ ნებისმიერი დონის გრავიტაცია შექმნან, მათ შორის, დედამიწის მსგავსიც. მიმაგრება: სურათი 1
|
|