გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » აგვისტო » 22 » პრემიერი: წაღვერის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში თურქეთისა და აზერბაიჯანის ტექნიკა ჩაერთვება / premieri: tsaghveris tkeshi khandzris chaqrobashi t
8:51 AM
პრემიერი: წაღვერის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში თურქეთისა და აზერბაიჯანის ტექნიკა ჩაერთვება / premieri: tsaghveris tkeshi khandzris chaqrobashi t






საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ხვალიდან წაღვერის ტყეში გაჩენიილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მონაწილეობას აზერბაიჯანისა და თურქეთის ვერტმფრენებიც მიიღებენ. პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ საქართველომ, სამუშაოებში ჩართვებზე, თანხმობა უკვე მიიღო თურქეთისგან და აზერბაიჯანისგან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ დაბაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ჩავიდა. პრემიერმა ადგილზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ევაკუაციის საბაბი ამ ეტაპზე არ არსებობს.

დაახლოებით ერთი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომში, წაღვერის ტყეში, სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

ბორჯომში, წაღვერის ტყეში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძრის კერები, ძლიერი ქარის გამო, გაღვივდა. ხანძრის ჩასაქრობი სამუშაოები შეწყვიტეს საქართველოსა და აზერბაჯანის ვერტმფრენებმა. ამ ეტაპზე, 270-მდეა გაზრდილი მეხანძრეების რაოდენობა, ვერტმფრენები კი სამუშაოებში ნებართვის მიღებისთანავე ჩაერთვებიან.

ხანძარი წაღვერის ტყეში 20 აგვისტოს შუადღისას გაჩნდა. მის ჩაქრობას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. თუმცა, 21 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ლოკალიზების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 192 | დაამატა: nikucha | ტეგები: tsagveri, premieri, azerbaijani, wagveri, სოფელი დაბა, giorgi kvirikashvili, გიორგი კვირიკაშვილი, წაღვერი, turqeti, sofeli daba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: