8:55 AM
ქართული ფილმი, "საშიში დედა", სარაევოს კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა / qartuli filmi "sashishi deda" saraevos kinofestivalze gran
www.auf.ge -
ცოტა ხნიწ წინ ცნობილი გახდა, რომ სარაევოს კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმმა, საშიში დედა, გრან პრი მოიპოვა.

საშიში დედა, რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.

ფილმი 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

შეგახსენებთ, რომ ურუშაძის მხატვრული ფილმი რამდენიმე დღის წინ ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულიც გახდა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1151 | დაამატა: nikucha | ტეგები: Oskari, საშიში დედა, ლოკარნოს კინოფესტივალი, gran pri, ოსკარი 2018, ოსკარი, ანა ურუშაძე, კინო, ქართული კინო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]